კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
უკრაინის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი გვიან ღამით დატოვა და გეზი ესპანეთისკენ აიღო.

ანდალუსიის ქალაქ ხაენში, რომელიც აღნიშნული რეგიონის მსხვილ ქალაქებს – მალაგასა და კორდობას შორის მდებარეობს, ილიას ზუროსის გუნდი 29 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 29 ქულით – 94:65 დაამარცხა, ჩვენს ნაკრებს კი G ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მოუხდა – 88:83.

საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის
პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ