უდიდესი დანაკლისი - ესპანეთთან შენგელიას გარეშე

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

საქართველოს ნაკრებმა ხაენის “ოლივე არენაზე” პირველი ვარჯიში თამაშის წინა საღამოს გამართა. შენგელია გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: gbf

altMundo Deportivo: ესპანეთს საქართველოსთან ურთულესი მატჩი ელის - სკარიოლოს 5 ათასი ფანის იმედი აქვს

altესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ვაჰ რამდენი თამაში გამოვტოვე, დღეს თამამად შევძლებ ვუქომაგო ნაკრებს (კაპიტანი სანამ შენგელიაა თავს ავუკრძალე თამაშების ყურება), საქართველოს გაუმარჯოს!
***
29 ნოემბერი 2021 23:10
10
ამიტომ არის ,რომ ევროლიგა არ უᲨვებს და არც ნბა მოᲗამაᲨეებს.
ნაკრების ᲗამაᲨები ყოველᲗვის დაზაბულია და Შედეგიც მივიᲦეᲗ.გადატვირᲗვის გამო დაᲨავდა.
Ძალუან ცუდია და Თუ რომელიმე ტურნირი არ გაუᲨვებს სპორტსმენებს ნაკრებᲨი გასაკიცხები არ არიან
მოქალაქე
29 ნოემბერი 2021 22:37
1
სამწუხაროა.
თოკო ძალიან მნიშვნელოვანი კაცია ჩვენი გუნდისთვის
lsd
29 ნოემბერი 2021 18:12
0
აშკარაა არმიის კლუბი ჩაერთო საქმეში.მხოლიდ ცსკაზე არაა საქმე.ყველა ევროლიგის გუნდი ასე იზავდა.ასეა კალათბურთში.ამისკენ მიაქანებს ფეხბურთსქც სუპერლიგა.
Master
29 ნოემბერი 2021 16:00
38
არა მგონია მთლად ეხის ტკივილის ამბავი იყოს
ნიკოლოზი
29 ნოემბერი 2021 15:44
21
2019 წელს მსოფლიოს შესარჩევი საქართველო 50 სერბეთი 87 იყო შენგელიაც ,შერმანდინიც ,ცინცაძეც მაკფადენიც , და ბითაძეც წყარო იუთუბი დისლაიკებს კიდე რა აზრიაქ რო შედეგი და შემადგენლობა გაქრეება სადმე თუ რა.დდ
Zaza
29 ნოემბერი 2021 15:17
4
გასაგებია რომ კალათბურთს აქ ზოგზოგიერთები მარტო ფლეშქორზე უყურებთ მაგრამ ვინც წერს რომ ესპანეთს ევროლიგის ხალხი აკლია და ამიტომ საქართველო ფავორიტი არისო არის უბრალოდ უადგილო განცხადება. გადახედეთ მაინც ესპანეთის შემადგენლობას 12 დან 12 კალათბურთელი ლიგა ენდესას მოთამაშეა, ზოგი ვალენსიაში თამაშობს ზოგი ტენერიფეში და ზოგიც უნიკახაში. მესმის ოპტიმიზმი მაგრამ იმის თქმა რომ საქართველო ფავორიტია არის არასწორი. როგორც პესიმიზმი არ შეიძლება უადგილო ასევე ოპტიმიზმის არშეიძლება. დღეს რეალურად ესპანეთს ძალიან დიდი უპირატესობა ექნება და ღმერთმა ქნას მოვიგოთ. თოკო რომ გვყავდეს მერე 50/50 იქნებოდა.
123
29 ნოემბერი 2021 14:48
2
სერბებთან თორნიკეც იყო და ყველა და რა გვიქნეს ხო გახსოვთ ასერო ჩვენზე წინ არიან ესპანელებიც აქ თამაშის ცოდნაა მთავარი და არა ბრძოლა და ხმალავი ოთხი კლასიანი მოთამაშე ეგეთ გუნდებთან არყოფნის.
Zaza
29 ნოემბერი 2021 13:52
9
სამწუხარო დანაკლისია... იმედია, შემდეგ თამაშებზე თოკო ჩვეულ ფორმაში იქნება.
tngh
29 ნოემბერი 2021 13:48
0
ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონიიიი! მათ ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ, ნბა-დან არც სჭირდებათ ვინმეს დამატება(პრინციპში, ვერც ჩაიყვანენ). ასე რომ, ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას. გასვლაზე ესპანეთთან მოგების დაგეგმვა არც არავის უფიქრია და მაგის მოლოდინი კალათბურთის არცოდნაა.
გურიკო
29 ნოემბერი 2021 13:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული