შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
ცხოვრებაშიც უვარგისები იქნებიან ვინც გუშინ ათამაშეს. როცა იცი რომ არ ვარგიხარ და გუნდს დააზარალებ, მაყურებელს გადარევ და მაინც შედიხარ, რომ მერე თქვა ნაკრებში ესპანეთთან "ვითამაშეო", ძალიან უვარგისი კაცი იზრდები სპორტს რომ საერთოდ თავი დავანებოთ. უღირსებო კაცი, ყველაფერში უღირსებოა და რომ გადაყირავდეს დედამიწა თქვენგან არც კაცი დადგება და კალათბურთზე ხომ ზედმეტია საუბარი...................................
karuzo
30 ნოემბერი 2021 16:14
9
წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ალბათ ფეხბურთის ანგარიშებით მთავრდება, სროლა არავინ იცის, მწვრთნელებიც ჭ კლასის ჭ დამხმარეები თუ იქნებიან, ან ჰყავთ საერთოდ?
buba
30 ნოემბერი 2021 16:03
4
მაკფადენს ვინც იყვანდა და გათიშა საერთოდ თამაშიდან, ეგ რომ მაინც არ შეგიძლია, სროლას რომ თავი დავანებოთ, რაღატომ დადიხარ კალათბურთზე, მოდაშია ?????????????????????????????????? კაცს რომ ზდიო აჩრდილივით ვერ აკეთებ, ფარში ვერ აგდებ ვერანაირი მანძილიდან, მოოწინააღმდეგე გუნდს მეტ ბურთს აძლევ ვიდრე შენსას, მოკლედ დაანებეთ თავი.............
???????????????
30 ნოემბერი 2021 15:49
3
მსოფლიო ჩემპიონთან და ბოლო წლების ლიდერ ესპანეთან წაგება არ არის ტრაგედია. ჩვენებმა ვერ იბრძოლეს და ცალკეულმა კალათბურთელებმა ვერ გაამართლეს. ძალიან დაბალ დონეზე ითამაშეს იმათ ვისი იმედიც სკამზე მაინც უნდა გვქონოდა. რეგრესი ამ ბიჭების სახეზეა და ეს არის საგანგაშო. 4-5 კალათბურთელი მუდმივად ვერ ითამაშებს მთელ თამაშს. იმედია მალე დაგვემატებიან ბიჭები სანაძე, ცინცაძე, ბითაძე და მამუკელაშვილიც ევროპაზე და სულ სხვა გუნდი გვეყოლება, მარა შეცვლაზე არავინ არ მოდის და ეს საგანგაშოა. ჩვენთვის მთავარი თამაში უკვე კიევში გვექნება და ის უნდა მოვიგოთ.
G.LA
30 ნოემბერი 2021 15:38
2
ნაკრების წევრების უმეტესობა ისე იქცეოდა, მგონი კალათბურთი ეზოშიც არ აქვთ ნათამაშები. ეს იყო ქვეყნის შერცხვენა, რაც გუშინ მოედანზე ხდებოდა და ამაზე პასუხისმგებლობა სამწვრთნელო შტაბს ეკისრება. კალათბურთელი თავისიანს და სხვიანს რომ ვერ არჩევს, ნაკრებში არ უნდა იყოს.
1
30 ნოემბერი 2021 14:28
1
Chacyobit xvdebian nakrebshi shedegic esaa
Aleko
30 ნოემბერი 2021 13:44
2
რა კომენტარებია ხალხო, არ გრცხვენიათ? ჯერ ერთი გუნდი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, პლუს სტუმრად ვთამაშობდით. ვინც აქ აჩხაკუნებთ და უკრაინას ბანდას ეძახით, გაგებაში არა ხართ არაფრის. ამაში სულ მალე დარწმუნდებით, როცა უკრაინა ესპანეთს შეხვდება. ან ზუროსის სალანძღავად ენა როგორ გიტრიალდებათ?! გასაგებია, რომ ჩავაგდეთ თამაში, მერე რა მოხდა, ვის არ ჩაუგდია. რა დღეში ხართ და რა ბოღმას ანთხევთ. მსოფლიო ჩემპიონთან მარცხი გაგიკვირდათ, უკუდო ამპარტავნებო? საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებმა წააგეს ესპანეთის ჩემპიონატის კალაღბურთელებთან, რა არის ამაში გასაკვირი?! გასაკვირია კორსანტიას და ტურძელაძის მკვეთრი რეგრესი. ზუროსმა დააყენა ის შემადგენლობა, რომელმაც მომავალში წარმატება უნდა მოუტანოს საქართველოს და რა გასაკვირია, თუ გუშინდელი ბავშვები დაიბნენ და ვერ ითამაშეს, ასეთ დროს ასეთი ლანძღვა რა საჭიროა, პირიქით, უნდა გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები. რა გარანტია იყო, რომ შენგელიასთან ერთად მოვიგებდით თამაშს, არანაირი. თუმცა ისეთებიც ვნახე, რომელთა ადგილი ნაღდად არაა რაიმე პრეტენზიის მქონე ნაკრებში, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ზუროსმა მათ აწი აღარ უნდა დაუძახოს, 23-24 წლის ასაკში მეტი კლასი თუ არა აქვს, არც აწი გამოვა ამათგან არაფერი. ყველა შემთხვევაში წარმატებები ჩვენს ნაკრებს. პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, საკმაოდ ძლიერი უკრაინა დამარცხებულია, ესპანეთსაც არაფერს დავუთმობთ თბილისში.
30 ნოემბერი 2021 13:01
15
რომ ვუყურე თამაშს და მრცხვენოდა კი არა გულისშეტევამდე მივედი იმიტომ ვწერ ასე, აით თქვენ რომ არ გრცხვენიათ და ცუდზე კრიტიკა და კარგზე კარგის თქმა მიგაჩნიათ სამარცხვინოდ ესაა გასაკვირი.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 14:29
5
გინდ გაამხნევე, გინდ არა. სამარცხვინო შედეგია ესპანეთის მესამე ნაკრებთან.

რა გასაკვირია, პრეზიდენტს ნბა ევასება. ღამეებს ათენებს და დღისით ქართული კალათბურთისთვის აღარ სცხელა, სძინავს.
-
30 ნოემბერი 2021 13:21
5
უკრაინასთან თამაშში გამოჩნდა, რომ გუნდი კი არა ბანდა თამაშობდა. ზუროსმა აიყვანა თავითვის გუნდი მიხედა თავის თავს, ჩვენ გჭირდება ჩვენი კალათბურთით დაინტერესებული მწვრთნელი.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 12:04
18
ქართველი მწვრთნელი ბოისაა.
-
30 ნოემბერი 2021 12:39
4
ვინც ზაფხულში 20-წლამდელთა „ჩელენჯს“ ადევნებდა თვალს, შეამჩნევდა რა სამწუხარო სხვაობაა ქართველ კალათბურთელებსა და მათ თანატოლებს შორის კლასის თვალსაზრისით, ასევე ამ გუნდსა (20-წლამდელები) და საქართველოს ნაკრების ძირითად კალათბურთელებს შორის, რომელიც სწორედ ამ ხალხმა უნდა ჩაანაცვლოს ეტაპობრივად... დასკვნის გამოტანა სპეციალისტებს არ უნდა გაჭირვებოდათ... არ უნდა ექსპერტობა იმის მიხვედრას, რომ პრობლემა იწყება (როგორც ბევრ სფეროში) ბავშვთა განვითარებიდან და ამ კუთხით მუშაობა არის გადამწყვეტი! ამ ფონზე კი წლებია არ ტარდება ასაკობრივი ჩემპიონატები 14, 16, 18 -წლამდელებთა შორის... ზოგი კლუბი ათასში ერთხელ ცდილობს საკუთარი რესურსით რამდენიმეგუნდიანი ტურნირის ორგანიზებას, მაგრამ ეგ რას ცვლის საერთო სურათში? ერთადერთი ტურნირი, რასაც ფედერაცია ბავშვთა კალათბურთში ატარებს NBA-ჯუნიორია, იმასაც ამერიკული მხარე აფინანსებს! ბავშვთა კალათბურთზე რომ ეკითხებიან, ფედერაცია -ბასკონიასთან კონტრაქტს „გამოაძრობს“ ხოლმე მაშველი რგოლივით! ბასკონიასთან კონტრაქტი კარგია, რასაკვირველია, მაგრამ წელიწადში ერთი-ორი ბავშვის სხვა კლუბებში „მიბარებით“ თუ ამოიწურა ფედერაციის როლი ბავშვთა კალათბურთის განვითარების საქმეში, სულ იქნება ნაკრების მაღალი კლასის მოთამაშეებით ჩანაცვლების პრობლემა: სულ გვეყოლება მაღალი კლასის 3-4 მოთამაშე ევროპული ან ამერიკული ლიგებიდან და გუნდის 2/3, რომელსაც სათამაშო კლასი არ ეყოფა... წარმატებები საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მომავალში!
მასტერს
30 ნოემბერი 2021 10:16
1
გეთანხმებით, სხვაობა ისეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. გუშინ ითამაშა ესპანეთის მე-2 და თუ მე-3 ნაკრებმა გუნდმა და საქართველოს ქუჩის ბანდამ მწვრთნელთან ერთად. ან შეტევაში უნდა ითამაშო რაღაც დონეზე ან დაცვაში და თუ არაფერი შეგიძლია, რაღას გვაბოლებთ ორივე თამაში უნდა მოვიგოთო? დაუჯერებელია, რომ სუპერლიგაში თამაშობდე წლების განმავლობაში და ამაზე მეტი კლასი არ გქონდეს და თავს კალათბურთელად იხსენიებდე. სამარცხვინოა, სამარცხვინო. ფედერაცია, კი დიდი თავმოწონებით ლაპარაკობს გაუგებარ, არ არსებულ მიღწევებზე. წავიდნენ და თან წაიღეს ქართული კალათბურთი ზაზამ, ვიქტორმა და მანუჩარმა.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 11:57
4
არ დაბლოკოᲗ
როდემდე იქნებიან Თოკო გიო და სხვები?
სისტემაა დამნასავე არასწორი სელექცია და არასწორი მიდგომა ..
მაგ.Ჩემს Თავზე მყავს 2005 წელს დაბადებული ბავᲨვი 205სმ სიმაᲦლის და ნაკრების დონეზე ვარ გავქაᲩე.
მყავს მეორე 184სმ სიმარლის არც მაგას არა აქვს წვდომა ფედერაციის დონეზე ასაკობრივს ვგულისხმობ.
ბავᲨვები ამ ასკიდანვე იკარგებიან რადგან როცა არ ექცევა ყურადᲦება.
კალაᲗბურᲗი Ძვირიანი სპორტია ორივეს ტარება დაახლოებიᲗ 350-400 ლარამდე ჯდება.
ყველა მიხვდებიᲗ რაც ხდება გვერდზე წევენ პერსპექტიულ ბავᲨვებს რომლებიც იკარგებიან და წინა პლანზე მოყავᲗ ის ბავᲨვები რაც ვნახეᲗ გუᲨინ და Თუნდაც უკრაინასᲗანაც
მომო
30 ნოემბერი 2021 10:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული