ესპანეთის ნაკრები თბილისში NBA-ს მოთამაშეების გარეშე ჩამოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ივლისის ფანჯარაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი სლავებს ლატვიაში შეხვდება, ხოლო ესპანელებს თბილისში უმასპინძლებს. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკორიოლომ ის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც 4 ივლისს, თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან NBA-ს ვარსკვლავები და ცნობილი ესპანელი მოთამაშეები. ძირითად ბირთვს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ, თუმცა არც ერთი მათგანი არაა წამყვანი კლუბებიდან – "რეალიდან", "ბარსელონადან", "ბასკონიიდან". კარიოლომ შეკრებაზე ჯონატან ბარეირო, დარიო ბრისუელა,
ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი (ყველა – უნიკახა), ფერან ბასასი, ხოელ პარა (ორივე – ხუვენტუტი), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), დანი დიეზი (სან ბაპლო ბურგოსი), ფრან გერა (ტენერიფე), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია (ორივე – ვალენსია), მიკელ სალვო (გრან კანარია), სებას საისი (ტოკიო, იაპონია), იანკუბა სიმა (მანრესა) და სანტი იუსტა (სარაგოსა) გამოიძახა, "ანდორას" წევრი ტაისონ პერესი კი სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრება.

ნაკრებში ყველაზე მეტი – 4 წარმომადგენელი მალაგის "უნიკახას" ჰყავს, ორ-ორი კალათბურთელია მიწვეული "ხუვენტუტიდან" და "ვალენსიადან", ფრან გერა კი გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფეს" წარმოადგენს და გუნდში სწორედ ქართველი ცენტრის შემცვლელია. ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ 2 ლეგიონერია და თუკი კინო კოლომი ბერძნული აეკ-იდან გუნდის ლამის უცვლელი წევრია, ცოტა მოულოდნელი ჩანს იაპონური ალვარკ ტოკიოდან 27 წლის ცენტრის სებას საიზის გამოძახება.

“როგორც ყოველთვის, ნაკრები ამჯერადაც გამოცდილი კალათბურთელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების კარგი ნაზავია. ივლისში სამი საკმაოდ რთული მატჩი გველის. ეს თამაშები დაგვეხმარება იმის გარკვევაში, არსებული კონტინგენტიდან ვის შეეძლება მოხვდეს იმ გუნდში, რომელიც აგვისტოდან ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს”, – განაცხადა სერჯო სკარიოლომ, რომელიც იტალიურ "ვირტუს ბოლონიაში" საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მწვრთნელია.

ესპანეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის 27 ივნისს სარაგოსაში შეიკრიბება, 1 ივლისს კი, იქვე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. 4 ივლისს, თბილისში, საქართველოს ეთამაშება, 7-ში კი, რიგაში, უკრაინასთან მატჩი ელის, რომელიც წინა ფანჯრის დროს იყო დაგეგმილი და ომის გამო გადაიდო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ყველას გარეშე ჩამოვლენ კია ჩიტსაც დაიჭერენ.
G.LA
23 ივნისი 2022 12:43
0
დიდი იმედი მქონდა მეც Თან 100 მილიონი მოაყოლეს კალაᲗბურᲗის განვიᲗარებისᲗვის და ასაკობრივი ტურნირები ვერ Ჩაატარეს სერიოზულად...მარაზმია რასაც ვხედავᲗ...
85
23 ივნისი 2022 06:04
0
ესენიც საკმარისია
მოქალაქე
23 ივნისი 2022 05:58
0
ვიქტორ სანიკიძე!!ხომ აიღეთ პასუხისმგებლობა და გახდით ფედერაციის პრეზიდენტი,შეუდექით საქმეს და აამაღლეთ კალათბურთის დონე საქართველოში,უპირველესად კი უმასპინძლეთ მაღალ დონეზე ევროპის ჩემპიონატს!!
გიორგი
22 ივნისი 2022 23:19
0
მართლაც,პარლამენტში სხვები იმუშავებენ,თქვენ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი კალათბურთში,გამოიყენეთ თქვენი კავშირები ევროპაში და გაუხსენით პერსპექტივა ნიჭიერ ახალგაზრდა კალათბურთელებს,შენგელია შერმადინის გარდა ნორმალურ ჩემპიონატში სხვა კალათბურთელები არ თამაშობენ,განსაკუთრებით ახალგაზრდები,ასე კი შორს ვერ წავალთ
ირაკლი
23 ივნისი 2022 01:07
0
ამ შემადგენლობის ესპანეთს უნდა მოუგოთ!!
ბექა
22 ივნისი 2022 20:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული