ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით
გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.

მკითხველის კომენტარები / 85 /
უფალო დალოცე საქართველო...წარმატებები ყველა ქართველს..ქართულ სპორტს..ქართულს და ქართველს...ასეთი სიხარული კარგა ხანია არ მიმიღია...
კიეზა
05 ივლისი 2022 19:01
0
დიდი მადლობა გუნდს ამ ემოციებისთვის! დიდი ხანია ესეთი ტრილერი არ მინახავს. ღმერთმა გაგიმარჯოთ თითოეულს!
ვახო
05 ივლისი 2022 15:41
0
ეს გუნდი თუ მსოფლიო ჩემპიონია მაშინ გადაშენებულა კალათბურთი
koSmar
05 ივლისი 2022 15:09
13
გილოცავთ, გილოცავთ... გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას!!!
tngh
05 ივლისი 2022 14:37
0
უპირველეს ყოვლისა ვულოცავ ყველას გამარჯვებას და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები კიდევ მოუმატებს. ბევრი რამაა გასასწორებელი ჩვენს თამაშში და დარწმუნებული ვარ ზუროსი ამას ხედავს. ამასთან, ზედმეტი ეიფორია საჭირო არ არის. ეს იყო ესპანეთის ნაკრების ასე რომ ვთქვათ დუბლშემადგენლობა. იციან რომ გასულები არიან და უახლოესი რეზერვი მოსინჯეს. არ იყო არცერთი ენბიეის მოთამაშე, და არც ერთი მოთამაშე რეალიდან და ბარსელონადან. თუმცა არც ეს ესპანელი ახალგაზრდები არიან ადვილად დასამარცხებლები, რა თქმა უნდა. გუშინდელი თამაშში ისევ გამოჩნდა ის ხარვეზები რაც უკრაინასთან - სწრაფ კალათბურთში მოვიკოჭლებთ, დაცვა დასალაგებელია განსაკუთრებით პერიმეტრზე, და რაც მთავარია სამქულიანები! მაგრამ უკრაინასთან თამაშისგან განსხვავებით გუშინ, გარდა მოგებისა კიდევ იყო ერთი დიდი სიხარული - საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა, როგორც იქნა, მაღალი დონის გამთამაშებელი - ანდრონიკაშვილის თამაშმა ამის იმედი გაგვიჩინა. მოკლედ დრო არის და დარწმუნებული ვარ ნაკრები საჭირო დროისათვის ძალიან მოუმატებს.
ფანი
05 ივლისი 2022 14:04
0
მეგობრებო,პირველ რიგში გილოცავთ ამ დიდებული სპორტული დარბაზის გახსნას და რა სასიხარულოა,რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად,სათამაშო სახეობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხება,სწორედ მისი გახსნის დღეს შევძელით.
ალბათ დამეთანხმებით,რომ ეს არ იყო უმაღლესი კლასის კალათბურთი,მაგრამ ეს იყო უმაღლესი დაძაბულობის მატჩი,სადაც გამარჯვებული,ხასიათს და ნებისყოფას უნდა გამოევლინა.22 -ჯერ შეიცვალა თამაშში ლიდერი და ბოლოს, ქართველებმა,დამატებით დროში გატეხეს,მეტოქე.წინა მატჩის შემდეგ ეჭვი გამოვთქვი,რომ თამაშის დაწყებამდე,რაღაც მოხდა,რის გამოც საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზად არ იყო მეთქი და ცნობილი გახდა,რომ ბითაძის ტრავმამ,ზედ თამაშის დაწყების წინ,მთლიანად დაგვიშალა თამაშის გეგმა,გუნდმა ვერ მოახერხა,ვერც ერთი საკონტროლო თამაშის ჩატარება და ამ ორი ფაქტორის გამო,გუნდური თამაში არ გამოგვდიოდა.ბიჭებს ერთმანეთის არ ესმოდათ,მერე კი,უკვე უკიდურესად მობილიზებულმა უკრაინამ სულ გაგვათითოკაცა და ყველაფერი თავზე ჩამოგვეშალა.სხვათა შორის მსგავსი დაგვემართა ფეხბურთში მონტენეგროსთან იმ ავადსახსენებელ ფინალშიც,როცა თამაშის წინა დღეს გაირკვა,რომ გუნდის ლიდერი კვარაცხელია ვერ ითამაშებდა და გუნდი წინასწარ დაშლილი გამოვიდა სათამაშოდ.ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების თამაშს,წუხელაც ეტყობოდა,რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი,ერთმანეთის ვერ გაგების გამო,მაგრამ ესპანეთის ნაკრებიც შეუთამაშებელი ჩანდა და მათაც მსგავსი შეცდომებით გვიპასუხეს.სათამაშო პრაქტიკის უქონლობა,ჩვენ ბიჭებს,ამ თამაშშიც ეტყობოდათ,სხვანაირად ვერ ავხსნი,შერმადინის მიერ გაფუჭებულ ორიდან ორ ჯარიმას,მაგრამ წუხელ უკვე მაინც გაცილებით უკეთ ვისროდით და რაც მთავარია,უფრო უკეთ იყო გადაწყობილი და კრიტიკულ მომენტში,მაყურებლის დიდი მხარდაჭერის დახმარებითაც,შევძელით მატჩში გარდატეხის შეტანა.ბექა ბექაურმა სასწაული მონაკვეთი ჩაატარა,ზედიზედ ორი დაფარებით და აღებული ქულებით,იქ ჯინჭარაძემ იბრძოლა ლომივით,აქეთ რატიმ ჯერ მატჩის ბოლოს, შემდეგ კი დამატებით დროში აიწყვიტა და ესპანელთა ნებისყოფაც გავტეხეთ.არაფერს ვამბობ ძირითად ხუთეულზე,რომლებმაც უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას გაუძლეს და ლომის წილი დაიდეს გამარჯვებაში.სხვა რომ არაფერი,თორნიკემ უკრაინასთან თითი მოიტეხა მაგრამ იქაც ხომ იბრძოლა და წუხელაც სულმთლად ნამდვილი ლომი იყო.გმადლობთ ბიჭებო,წუხანდელი საღამოსათვის,რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.მერე რა,თუ ესპანელები უძლიერესი შემადგენლობით არ იყვნენ,ჩვენც ხომ, ასევე ვიყავით და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე,ყოველი კაცის დანაკლისი,ჩვენთვის გაცილებით უფრო მტკივნეულია,ვიდრე ესპანელებისათვის.რატი ანდრონიკაშვილი,ყოველთვის იმით გამოირჩეოდა,რომ ნებისმიერთან თამაშში,თამამად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე,წუხელაც გადამწყვეტ მომენტში გააკეთა სასწაული ჩაჭრები და გარდასახა ქულებში,მერე სამქულიანიც და თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.მაკფადენმა სამქულიანით,მეტოქის შანსები საბოლოოდ გაანულა.ამ ბოლო ორმა თამაშმა დაადასტურა საქართველოს ნაკრებების შესახებ დამკვიდრებლი აზრი,რომ ჩვენს ნებისმიერ ნაკრებს,ნებისმიერ სახეობაში,შეუძლია წაროუდგენელი მატჩების მოგება და ასევე წარმოუდგენელი მატჩების წაგება.იმედია მომავალში წარმოუდგენელი გამარჯვებები დააჭარბებს, დამარცხებებს.დღეს კი გავიხაროთ, ამ წარმოუდგენელი გამარჯვებით!გილოცავთ!
სოსო
05 ივლისი 2022 12:47
0
საბედნიეროდ ესპანეთი გუშინ ჩვენზე უარესად თამაშობდა
05 ივლისი 2022 12:25
14
კაი ერთი. აბა ჩვენზე უკეთესად რომ ეთამაშა, კი მოგვიგებდნენ. "ბრძნულ "აზრებს მოეშვი
დავით 67
05 ივლისი 2022 17:18
0
ბრავო საქართველო
პანგი მუნი
05 ივლისი 2022 09:57
0
ბრავო ბიჭები,საამაყოები ხართ.
ბეჟან კოპიტნარი
05 ივლისი 2022 09:13
0
Andronikashvili ramdeni clisaa?? Da am tamashis mère gindat damajerot ro ukrainas tamashi ar miyides ???
K
05 ივლისი 2022 08:18
9
მიყიდეს არა,შეიძლება იფიქრო,რომ მისცეს,მიყიდვით შანსი არაა,ამაში ვერავინ დამარწმუნებს!
tazo
05 ივლისი 2022 13:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული