"ჯოჯოხეთი თბილისში და ცეცხლი პარკეტზე" - ესპანური მედია საქართველოს ნაკრებთან მარცხზე

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (76:82)  ესპანური მედია გამოეხმაურა.

AS: მტკივნეული დარტყმა თბილისში

"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა.

ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".

"მარკა": ესპანეთი ქართულ ჯოჯოხეთში იწვის - გაუტეხელ
მაკფადენთან

"ტყუილად როდი იყო ეს შეხვედრა ამ სანაკრებო ფანჯარაში ყველაზე რთულად მიჩნეული. ამ ფონზე ესპანეთი უძლური აღმოჩნდა. ესპანეთს გარკვეულ პერიოდში საუკეთესო წუთებმა ვერ უშველა და ქართველთა "დიდმა სამეულმა" ტემპი შეცვალა, ნატურალიზებული ამერიკელის წინამძღოლობით ჯოჯოხეთი მოგვიწყო და გაიმარჯვა.

ახლად აშენებულ არენაზე მოჩანდა, რომ მასპინძლები ზეწოლას სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ. თავიანთ ეროვნულ გმირ თორნიკე შენგელიასთან ერთად მქუხარე ოვაციების თანხლებით, ეროვნული ჰიმნის, "თავისუფლების" შესრულების შემდეგ მოედანზე ჩვენზე უფრო აგზნებულები გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს გამარჯვება რომ ისტორიულია, ფაქტია და ბრავო ბიჭებს. უკრაინასთან წაგებას წმინდა სპორტული მარცხის გარდა, არანაირი გამართლება არა აქვს - რას ნიშნავს არ ითამაშეს? სპორტი სპორტია. გასაგებია რომ ქვეყანა ომშია, მაგრამ მაგ პრინციპით ავღანეთი სულ მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყოს, ნახევარი საუკუნეა, ხან რუსებს ებრძვის, ხან ამერიკას. და ჩემი აზრით რუსეთი უნდა გაეშვათ ყატარის მუნდიალზე და იქ გადაეჯეგა ან გერმანიას, ან ბრაზილიას, ან ვინმე სხვას და ეგ უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ეს მოცემულობა - რომ გაიძახიან არ გაგვიშვეს, თორე ჩემპიონები ვხდებოდით ისეთი გუნდი გვყავსო. ერთი მაგათიც, ბრავო ჩვენ კალათბურთელებს, ასეთი ამაყები ჩვენი სპორტსმენების წყალობით, აღარც მახსოვს როდის ვიყავით - მადლობა!!!
oto
06 ივლისი 2022 10:10
1
უკრაინასთან კი არ გაყიდეს, არამედ დიდსულოვნად დაუთმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალით და სპორტული ჟინით არ უთამაშიათ.ძალიან დიდი სხვაობაა გაყიდვასა და დათმობას შორის და ეს არ აკნინებს ჩვენ კალათბურთელებს,შეიძლება ამაღლებს კიდეც! (ისევე, როგორც შოტლანდიამ დაუთმო ფეხბურთში).რაც შეეხება რატის, დიახაც უნდა ადიდო და აქო, რადგანაც დაიმსახურა შექება, უდავოდ მატჩის გმირი იყო. ობიექტური მიზეზების გამო, ბევრი გულშემატკივარი ელოდა მარცხს რიგაში უკრაინასთან, რაც მოხდა კიდეც. ესპანეთთან გამოჩნდა საქართველოს რეალური ძალა და შესაძლებლობა!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
05 ივლისი 2022 20:57
3
სავარაუდოდ, პირდაპირი, გააზრებული დათმობა არ ყოფილა, თუმცა, ეხლა ნებისმიერი უკრაინელის წინააღმდეგ გააფთრებული (თუნდაც სპორტული) ბრძოლა შეუძლებელია. შერმადინს ამდენი საჯარიმო, მგონი, ბავშვობიდან არ აუცილებია. უკრაინელები ეხლა ჯოჯოხეთში არიან და ეს ყველაზე მოქმედებს.
ირაკლი
06 ივლისი 2022 10:08
2
ძალიან მახარებს ეს წარმატება,სულ ვოცნებობდი რომ ქართველ სპორტსმენს საქართველო წარმოედგინა,ჩვენი დროშა და ჩვენი ჰიმნი აღმართულიყო გამარჯვების შემთხვევაში, ადრე მონაწილეობის მიღებაც რაიმე ტურნირში, საქართველოს სახელით უკვე საამაყოდ მიმაჩნდა, დღეს როდესაც მსოფლიო გრანდებს ვხვდებით და ღირსეულ წინააღმდეგობასაც ვუწევთ .....საამაყო ნაღდად გვაქვს, სულ გამარჯვებით გევლოს ერო და ბერო.
Ანზორი
05 ივლისი 2022 19:57
0
როგორ მიკვირს ზოგიერთის, რით და როგორ აზროვნებს ვერ ვიგებ.

ბიჭმა რამოდენიმე წუთი ითამაშა ძალიან კარგად, გახდა მატჩის გმირი და მორჩა! ცამდე აიყვანეს, ლამის ეროვნულ გმირად მონათლეს. ზოგმა გელა დარსაძეს შეადარა და ზოგმა ლუკა დონჩიჩს.

და აი მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭმა დაახლოებით იგივე დრო საპირისპიროდ, ანუ ცუდად რომ ითამაშოს და მატჩის ანტიგმირი გახდეს, თამაშის გაყიდვას და ქვეყნის ღალატს დასწამებენ (ისე როგორც უკრაინასთან წაგების შემდეგ უქნეს ჩვენს საამაყო მოთამაშეებს).

და ხომ შეიძლება რაღაცა ლოგიკის მსგავსი მაინც იყოს აი ასეთი ხალხის ტვინში.

ჩემი აზრით, რატის ჯერ კიდევ ბევრი უკლია საშუალო ევროპული დონის გამთამაშებლობამდე. მას წინ უამრავი სამუშაო ელის. მართალი გითხრათ, აქამდე ვფიქრობდი რომ ის არ იყო ნაკრების დონის კალათბურთელი, მის ადგილას ბულაშვილს უფრო მივიაზრებდი, თუმცა გუშინდელმა მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედებით აღმავსო.
დიდი მადლობა რატი და ბიჭებო, თქვენ უზარმაზარი ბედნიერება გვაჩუქეთ.
დათო
05 ივლისი 2022 17:42
1
შენ ეტყობა დონჩიჩის თამაში არა გაქვს ნანახი. სად დარსაძე და სად დონჩიჩი?!
?
06 ივლისი 2022 11:11
0
40 წელია საქართველო გამთამაშებლის მოლოდინშია, გელა არსაძის და გია სანაძის მერე საქართველოს მაღალი კლასის ქართველი გამთამაშებელი არ ჰყოლია, როგორც იქნა დაიბადა ახალი ვარსკვლავი ამ ამპლუაში-ეს რატი ანდრონიკაშვილია.
ბადრი
05 ივლისი 2022 16:36
0
ყოᲩაᲦ ბიᲭებო,Თქვენ გენაცვალეᲗ,დამბლოკეᲗ Თუ გინდაᲗ ბაგაცკის ვაენნი კარაბლ იდინახუი Შენს ნაკრებᲗან ერᲗად,ყველა ვქომაგობᲗ ესპანეᲗს.
გოჩა
05 ივლისი 2022 11:55
8
ყველას გაგიმარჯოთ, ჯიგრები ხართ, მაგრამ რატის თავდაჯერებამ და სიზუსტემ სხვებსაც მეტი სტიმული მისცა. საღოლ რატი და საღოლ საქართველო!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
05 ივლისი 2022 10:10
0
ასე ზუსტად ქართველი არავის აუღწერია ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები საღოლ ძმაო
თენგო
05 ივლისი 2022 14:34
1
თუ უკრაინასთან კოლექტიური წარუმატებელი დღე გვქონდა (რაც იშვიათია გუნდურ თამაშში, ანუ ერთი-ორი კაცი მაინც ბრწყინავს) ესპანეთთან გუნდური წარმატებული დღე იყო, მაგრამ ეს დღე ანდრონიკაშვილს, ორმაგად წარმატებული ჰქონდა. ვულოცავ მწვრთნელს, ბიჭებს და მთლიანად საქართველოს ამ უბრალო, მაგრამ რწმენის ამაღლებისათვის ძალიან დიდ გამარჯვებას.
ჟორა გაბრიჭიძე
05 ივლისი 2022 09:27
0
გენაცვალეტ-ესპანელებო,თქვენთან-მხოლოდ-თამაშიც-დიდი-პატივია-არამცტუ-მოგება,,,კარგი-გამოხმაურებაა-ესპანურ-პრესაში...ობიექტური,-ეტყობა=ჩვენი-სული-იგრძნეს-თამაშზე-დამსწრე-ესპანელმა-ჟურნალისტებმა,რაც-არაა-გასაკვირი,ისინიც-ხომ-იბერიელები-არიან...აბა-ჰე-და-აბა-ჰოო,ძმებო,-მარტალია-აწყმო-არ-გვწყალობს,მაგრამ-მომავალი-ნამდვილად=ივერიისა...ეს-დაგვანახეს-ჩვენმა-სანაქებო-კალათბურთელებმა...განსაკუტრებით-დიდი-მადლობა-ანდრონიკაშვილსა-და-მაკფადენს///შერმადინი,შენგელია,სანაძე-და-ბექაურიც-სანაქებონი-იყვნენ...
svano magarski
05 ივლისი 2022 09:24
1
მაგარი კაცები ხართ ბიჭებო. მადლობა რატი. ძალიან ჯიგრულად ითამაშე, კოლეჯის ბიჭს ხელიც არ აგიკანკალდა მსოფლიო ჩემპიონებთან. ვამაყობ ასეთი ქართველი რომ გვყავხარ.
G.LA
05 ივლისი 2022 07:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული