მამუკელაშვილმა შეიძლება საბერძნეთთან ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ათენში, “აკროპოლისის” ტურნირში სამონაწილეოდ მყოფი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია “იმედი” განახორციელებს.

ტურნირის ფავორიტთან მატჩს, რომელმაც პოლონეთს გუშინ 23 ქულით მოუგო, საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. საბერძნეთთან ვერ ითამაშებს კახა ჯინჭარაძე, რომელმაც თურქეთთან მატჩში ტრავმა მიიღო. მან ფეხი ამოიბრუნა და კოჭი აწუხებს, თუმცა ექიმების განცხადებით ის მალე მწყობრში იქნება.

ჯინჭარაძესთან ერთად დღეს, დილით არ უვარჯიშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ტერფი აწუხებს. ის დღეს OAKA-ს დარბაზში სავარჯიშო ფორმით იმყოფებოდა, თუმცა
რაიმე გართულების თავიდან არიდების მიზნით არ უვარჯიშია. შუადღეს მას მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას და რენტგენს გადაუღებენ და თუკი პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, სანდრო საბერძნეთთან სათამაშოდ მოედანზე გავა.

კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელმაც არ ივარჯიშა, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და ის ამაღამ თბილისში მოემგზავრება.

დღევანდელი დილის ვარჯიში საბერძნეთთან თამაშის კონკრეტულ კომბინაციებს მიეძღვნა. იყო ფარში სროლები და ტრადიციული მოთელვები. საბერძნეთის ნაკრებს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, დღევანდელ მატჩში დასვენების მიზნით მონაწილეობას არ მიიღებს ბერძნების სუპერვარსკვლავი იანის ადეტოკუმბო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაა ნაკრების დონე, აკლია კლასი რომელიც ვარჯიშით მოდის ხოლმე.
გიორგი
18 აგვისტო 2022 21:11
4
ვიზიარებ ილია ლონდარიძის მწუხარებას.სამძიმარს ვუცხადებ,მას და მის ოჯახს.
სოსო
18 აგვისტო 2022 20:18
0
აუფ იმედია ამასაც მილუკში არ მოუწევს წასვლა დიაგნოზის დასასმელად.
ტტტ
18 აგვისტო 2022 19:53
1
იმედია, დღეს მაინც ათამაშებენ გივიკო ბაქრაძეს!!!
tngh
18 აგვისტო 2022 19:30
3
კალათბურთის ნაკრები "გათვალულია" - დროზე მიხედეთ!
პლეხანოვზე გაზრდილი
18 აგვისტო 2022 18:55
0
ტერფი არა თორმეტგოჯა ნაწლავი. რა უცბად მიუწვინა ზუროსმა მამუ ბითაძეს)))))))))))))
იპოლიტე ხვიჩია
18 აგვისტო 2022 18:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული