ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაშავდა და სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად კლინიკაში წაიყვანეს.
პირველი არხი იტყობინება, რომ თავიდან ექიმებს მხრის ამოვარდნა ეგონათ, მაგრამ მოტეხილობა აღმოაჩნდა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
სამწუხაროდ, შენგელია შემდეგ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ძალიან სერიოზული დანაკლისია.
ყველა ქართველს!!!
მგონი იტალისთან თამაში ყველზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახლა. ასე თუ ისე შეთამაშებულნი არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ ეს 1 თამაში მოიგონ.
ევროპაზე, ასეთი მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით, როცა მატჩები ლამის ყოვედღე ტარდება, შენგელიას გარეშე შანსი არ გვაქვს.
იტალიას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს, ობიექტურად ჩვენზე მევრად ძლიერი და მითუმეტეს თოკოს გარეშე.
ეგ თამაში ფქქტიურად გადაწყვეტს ჩვენს მსოფლიოზე გასვლა არ გასვლის საკითხს. რადგან შემდეგი ფანჯრების დროს არ გვეყოლებიან თოკო, რატი, ბითაძე და მამუ და რთულია არ არის შეფასება როგორ დასუსტდება ნაკრები სამწუხაროდ :(