ზუროსი: იტალიაშიც მოსაგებად მივდივართ - გამარჯვებას ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების 77:66 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია.

სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
სამწუხაროა თოკოს ასე დაკარგვა შემთხვევითი შეჯახებით. ვუსურვოთ დროულად მწყობრში ჩადგომა. მამუს უნდა მიეცეს თავისუფლად თამაშის უფლება და თავისუფლად შეცვლის თოკოს და ბევრს კიდევ. თუ არ გაქვთ მისი ან კოლეჯის თამაშები ნანახი ან ბაკსში რაც მიეცა საშუალება ნუ იკამათებთ. მას ბევრად უფრო მეტი შუძლია საუცხოოდ ფლობს ბურთს, არის ფეთქებადი ფართან, ძალიან კარგად ესვრის 3 ქულიანებს და მოედანსაც არაჩვეულებრივად ხედავს.
simartle
03:45 25-08-2022
0
სადაა სამართალი, კაცი რომელიც სულს და გულს დებს გუნდისთვის, ქვეყნისთვის და წინ ელოდება კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩები,ასეთ დროს უწყინარ სიტუაციაში იმტვრევა, ეს ხომ საცოდაოებაა, მაგრამ იმედი მაქვს ბიჭები არ შეარცხვენენ კაპიტანს და გაასმაგებული ძალით ითამაშებენ
Nukri
09:56 25-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული