ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.
ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.
ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.
ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.
1.როცა მსროლელი არ გვყავს რატომ არ მოახდინეთ ნატურალიზება?
2. მადლობა მაკფადენს რაც წინათ გაგვიკეთა, მაგრამ ახლა მოგწონთ მისი თამში?
3.რა ავანტურისტულ კალათბურთსაც თამაშობს ანდრონიკაშვლი, ამით არის მისი ადგილი ნაკრებში?
4. რატომაა გუნდში ამდენი უდისციპლინობა, ამდენი ტექნიკური ფოლი?
5. ტრამვიანობის მიზეზი მწვრთნელების მიერ დროის არასწორი განაწილება ხომ არაა?
6.სადაა ფინანსური მაჩვენებლები, რა გვიჯდება ნაკრების შენახვა გადასახადის გადამხდელებს და რამდენად პროპორციულია ნაჩვენები შედეგების?