მეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

AutoSharing Option
პირველ რიგში, რას ვითხოვთ ქართველი სპორტსმენებისგან? - ბოლომდე ბრძოლას, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას და ზოგჯერ საკუთარ თავზე მაღლა ახტომას. თუკი ამას სასურველი შედეგი მოჰყვება, ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თურქებთან ორ ოვერტაიმში (88:83) გამარჯვება ყველა ამ კომპონენტს ზედმიწევნით აკმაყოფილებდა.

შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მაინც მეორე პერიოდის შუაში იყო. საქართველოს ნაკრებმა 5 წუთი "მშრალად" ითამაშა და მეტოქის კალათში ბურთის მოთავსებას ვერ ახერხებდა, შემდეგ კი დაცვაში ძალიან ორგანიზებულობით, რასაც შეტევაში სწრაფად გადასვლა მოჰყვებოდა, 14:0 გაქცევა შევძელით. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის თამაშში ახალი ელემენტი
და საუკეთესო მონაკვეთი იყო, სადაც რატი ანდრონიკაშვილმა გაილაღა. ამ ბიჭს დიდი კალათბურთისთვის ყველა საჭირო მონაცემი აქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება, მათ შორის, ნაკრებშიც.

Sportall.Ge

სტაბილურობას რაც შეეხება, ტად მაკფადენზე სულ რჩება განცდა, რომ ერთხელ აუცილებლად, თანაც მნიშვნელოვან ეპიზოდებში, "აფეთქდება" და ეს თურქეთის ნაკრებთან ვიხილეთ. მან სამქულიანები წარმოუდგენლად რთული პოზიციებიდან ჩააგდო და საბოლოო გამარჯვებაში დიდი როლი ჰქონდა.

როგორ არ უნდა შეაქო თითოეული კალათბურთელი - შერმადინი თუ სანაძე, რომლებმაც დაცვაში ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს; ჯინჭრაძე თუ  ბექაური, მნიშვნელოვან ეპიზოდებში ცივსისხლიანიბა რომ გამოიჩინეს, თუმცა სანდრო მამუკელაშვილზე მაინც ცალკე უნდა ითქვას.

შორს არ ჩანს ის დღე, როცა სანდრო NBA-ში დიდ სიტყვას იტყვის და ქართველ გულშემატკივრებს ეკრანებთან მიაჯაჭვებს. მამუკელაშვილს შეუძლია ლიდერობა და თამაშის საკუთარ თავზე აღება, თუმცა ჯერ ის ნაკრებში მაინც ახალბედაა და თითქოს მაშინ უფრო იხსნება, როცა გრძნობს, რომ თამაში მასზე ეწყობა. სანდროს თამამად შეუძლია სამქულიანები ისროლოს, ხოლო, როცა ის ფარისკენ ჩასატენად "მიფრინავს", მისი გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. "მამუს" ემჩნევა, რომ თანამედროვე კალათბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ იანისთან კლუბში ბევრ დროს ატარებს და ქართველ კალათბურთელს "მილუოკში" ახლა უფრო მეტი დრო, ნდობა და თავდაჯერება უნდა ჰქონდეს...

რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, შესაბამის მოტივირებას რამხელა ძალა აქვს. ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ოვერტაიმის წინ, ფაქტობრივად, განახევრდა (ლიდერების ტრავმას შერმადინისა და სანაძის მოედნიდან გასვლა დაერთო), ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ღირსეული მიღება მარცხსაც სჭირდება, რაც სამწუხაროდ, მეტოქემ ვერ შეძლო, თუმცა 2 კალათბურთელს შორის დაწყებული კონფლიქტი მოთამაშეებს არ გაურთულებიათ. თურქთა მწვრთნელი, რომელმაც წინა დღეებში აშკარად ზედმეტი საუბრით დაგვამახსოვრა თავი, ბოლომდე გამოვიდა წყობიდან. ამას მათი მხრიდან რაღაც ბრალდებები მოჰყვა, რასაც ფიბასგან შესაბამისი პასუხი გაეცემა.


Sportall.Ge

ემოციები კი ილიას ზუროსსაც ისეთი ჰქონდა, აქამდე მისგან რომ არ გვინახავს. ფაქტია, მან გუნდის შესაბამისი მოტივირება შეძლო და როგორც მატჩამდე, ასევე მისი გრძელვადიანი მიმდინარეობისას, დააჯერა, რომ გამარჯვება შეეძლოთ. ახლა მთავარი ძალების აღდგენაა. შემდეგი მეტოქე აქამდე მოუგებელი ბულგარეთია, რომელიც სწორედ ჩვენი გადაღლილობითა და ემოციური გამოფიტულობით სარგებლობას ეცდება, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ესპანეთის ნაკრები ბელგიასთან (73:83) დამარცხდა. შესაბამისად, ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ, ორი მოგება გვჭირდება. ახლა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ის უნდა იყოს, ბელგიასა და ესპანეთთან თურქების მარცხს ვუგულშემატკივროთ და ამ შემთხვევაში პლეი-ოფში ორი გამარჯვებით აუცილებლად გავალთ, რადგან თურქებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. ორი მოგებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი სხვა მხრივაც არსებობს, ჩვენ კი ჯერ ბულგარეთი დავამარცხოთ და უკანასკნელ ტურზე შემდეგ ვიფიქროთ - მონტენეგროსაც ვაჯობოთ, რატომაც არა!

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

altსკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხომ ვიცი რაც მოხდებოდა შენგელიამ ითავა ეტყობა დუდას და ქორქმაზის შერიგება, იგი ხელს აუქნევდა და შეიქმნა პრობლემა, რა გინდა რატო მიდი ვერ ვიშორებთ რა ქართულ ჯიგრულ პონტს და დიდი შანსი ყველა თამაშში წაგება მოგვარჭონ და იჯიგრეთ მერე.
რრრ
05 სექტემბერი 2022 19:45
24
ცოტაც ცოტაც 2-3 თამაშიც დააა ცინცაძე და ბურჯანაძეც შევლენ ფორმაში დაააა მერე ყველას შეუძლია დაისვენოს მარტო ეგ ორი მოიგებენ ხოლმე!!! უუუც რა დრო იყო ცინცაძე რომ გაიტაცებდა ხოლმე ბურთს ორქულიანს არ კადრულობდა სულ სამიანებს ყრიდა, არ გახსოვთ?! ბურჯანაძე კიდევ თუ არ ჩატენიდა ისე არ ესროდა, არც ეგ გახსოვთ?! აი მაგაშია საქმე......
.......
05 სექტემბერი 2022 19:25
27
ჰა-ჰა-ჰა, მაგარი იყო... ბურჯანაძე ცინცაძის ასაკს რომ მიაღწევს მერე ნახეთ როგორ ათამაშდება, 3 ქულიანზე ან ედვანებზე ნაკლებს, არ იკადრებს
გუსანი
05 სექტემბერი 2022 21:11
5
რატი და მამუ,გრძნობენ,რომ თორნიკეს არ ყოფნაში და ცინცაძემ ბოლომდე რომ ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა,მათზე უკვე ბევრი რამე ხდება დამოკიდებული.ამიტომ გაცილებით თამამად იღებენ თამაშს, თავზე და ვხედავთ,როგორ თვალდათვალ ხდებიან,გუნდის სრულუფლებიანი მოთამაშეები და გადადიან გუნდის ლიდერების სათვალავში.რა თქმა უნდა ნაკლოვანებებიც თვალში საცემია,მაგრამ ყოველ მომდევნო თამაშში,სულ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და თამამად იღებენ თამაშის ბედზე პასუხისმგებლობას.ტრავმების მიუხედავად,გუნდის თამაში თანდათან ლაგდება და თუ ჯგუფიდან გავაღწიეთ,შესაძლოა საკმაოდ აწყობილი გუნდის სახით წარვდგეთ,პლეი ოფში
სოსო
05 სექტემბერი 2022 18:21
0
ფედერაცია და შენგელია ხმას რატომ არ იღებთ?? აიკლეს თურქებმა ყველა საკალათბურთო გვერდები,სხვა ქვეყნის გულშემატკივარიც შენგელიას და საქართველოს ადანაშაულებენ,ევროჰუპმა გამოაქვეყნა ახალი ინტერვიუ ქორქმაზთან და საქმე სერიუზულადაა,ან ჟურნალისტებმა იმოქმედეთ!! არ ეცნობით საერთაშორისო საკალათბურთო გამოცემებს?!
გიორგი
05 სექტემბერი 2022 17:32
0
წელს ნბა-ს ზაფხულის ლიგაზე დაგლიჯა სანდრომ. მისი მონაწილეობით ყველა თამაშს ვუყურე. ძალიან მაგარია. წარმოიდგინეთ მინიმუმ 200 კალათბურთელში ზაფხულის ლიგის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს. უბრალოდ სანდროზე უნდა ითამაშოს ნაკრებმა.
გიორგი
05 სექტემბერი 2022 16:57
1
გამოძიება დაწყებული აქვს ფიბას!
მატჩი დასრულდა 22 წამით ადრე,მაგრამ იმედია მსაჯებს დასჯიან.ჩვენ რა შუაში ვართ,მაგათი შეცდომააა
Kaka
05 სექტემბერი 2022 16:28
1
წაგებას ვაჟკაცურად უნდა შეხვდე თუ ღირსეული კაცი ხარ და არა ისე როგორც იმათმა ტაკიმასხარა მწვრთნელმა ისტერიკები რომ ატეხა
მიხო
05 სექტემბერი 2022 15:52
0
თურქი და ბერძენი მწვრთნელები არიან და იმიტომ ლამის დაცხეს
გოგა
05 სექტემბერი 2022 15:39
1
თურქებმა და ბერძნება ერთმანეთის წინააღმდეგ, აკროპოლისის თასზე ითამაშეს და იქ გაერჩიათ საქმეები თუ უნდოდათ,მაგრამ კალათბურთში მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან,ბერძენ და თურქ კალათბურთელებსაც მშვენიერი ურთიერთობები აქვთ!!
სოსო
05 სექტემბერი 2022 18:21
0
Chveni nakrebis ertaderti minusi 3 qulianebis dabali procentia,2-3 kargi samianebis msroleli rom gvkavdes seriozul shedegebze gavidodit!!!axla ki faqtiurad makfadenis inedadvart marto da isic am bolos acabacad isvris ratomgac rac ufro gamouval mdgomareobashia mit ufro agdebs saocaria pirdapir...
Givi
05 სექტემბერი 2022 15:20
1
მამუმ მაგარი ხარისხი დადო. გულწრფელად ვიტყვი ესეთ დონეს არველოდი. მაგარი მასწავლებელი ყავს,უკეთესს როვერ ინატრებს ისეთი. იანისმა ახლო მომავალში ჩიკაგოში გადასვლაზე რატომაც არაო და იმედია ბურთიც და მოედანიც მამუს დარჩება. ცოტახანი კიდე იანისთან რო იყოს საჭიროა და შემდეგ უკვე ისეთი გუნდი ჭირდება სადაც სტაბილურ 30 წუთს მიიღებს. ფაქტია ძალიან მომატებული აქვს და ღმერთი მისკენ
ქართველი
05 სექტემბერი 2022 14:50
1

სიახლეები პოპულარული