გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

"სულ დაკარგეს ქართველებმა თავი. კორკმაზი თავისი ხასიათით პროვოკატორია, თუმცა კალათბურთში უარესიც მომხდარა და მე ამას მშვიდად ვეკიდები.

დატოვებენ თუ არა ტურნირს იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ წარმოადგენენ? საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ? თუ უფრო შორს წავლენ? 1973 წლის უნივერსიადაზე აშშ-ისა და კუბის ნაკრებებს შორის ჩხუბი მოხდა - გუნდი-გუნდზე. რომ არა ჩვენი გულშემატკივრები... მილიცია არ ჩაერია, ქომაგებმა კი ამერიკელები დაიცვეს. ამერიკელები კუბის დისკვალიფიკაციას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
ტურნირის დატოვებით იმუქრებოდნენ. არსადაც არ წავიდნენ, გავიდნენ ფინალურ შეხვედრაში და გაიმარჯვეს.

მე კარგად წარმომიდგენია თბილისის დარბაზი. იქ შეიძლება ბევრი გუნდი იყოს. გასახდელები სხვადასხვა დერეფნითაა განცალკევებული. ნამატჩევს გუნდები სხვადასხვა დერეფნით გადიან. იმისათვის, რათა კორკმაზს თავს დასხმოდნენ, როგორც მათ დაწერეს, ძალიან უნდა მოენდომებინათ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
კადრებში ძალიან კარგად გამოჩნდა დასრულებულ ეპიზოდზე როგორ ჩაუარა სანაძემ ქორქმაზს და f...ing pussy ეძახა რაზეც ისიც გამოიწია. ვინ დაიწყო ეპიზოდი კარგად ჩანს . ესაა სიმართლე
იბერია
06 სექტემბერი 2022 23:05
1
გომელსკი თურქებს ადანაშაულებს და არა ქართველებს
muro
06 სექტემბერი 2022 14:08
0
გომელსკი სიტუაციას სწორად აფასებს და თურქი კალათბურთელის ქმედებას აკრიტიკებს. ასევე, თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობის განცხადებას ასევე სწორად, მასხრად იგდებს, რადგან იცის, რომ ისინი თავიანთი გუნდის დამარცხების გამართლებას ყველა გზით ცდილობენ. ჰოდა, კომენტარებში გომელსკი კი არა, თურქეთის ნაკრების წარმომადგენლები უნდა გააკრიტიკოთ.
ზაზა
06 სექტემბერი 2022 13:31
0
ამდენი ბოტი, და ასეთი ბანძი საიდან?
ანდრი
06 სექტემბერი 2022 13:15
2
გომელსკის და ცსკა-ს ბევრად უფრო დაძაბული თამაშები უნახავს თბილისის სპორტის სასახლეში... მახსოვს, "ხურდა" ფულით მოფენილი მოედანი და ტრიბუნიდან ნასროლი "ტუფლი"...
tngh
06 სექტემბერი 2022 12:45
1
ვაათურქები აქტიურობენ? კომენტარებიდან ასე სჩანს
მიხო
06 სექტემბერი 2022 11:55
2
ამ კომენტარებს,რომ ვკიᲗხულობ მიხარია,მე მეგონა მე ვუბერავდი მარტო არა ბატონო Თქვენც კარგად აფრენᲗ,
გადადექი
06 სექტემბერი 2022 09:51
1
დაწყნარსით ბატონო გომელსკი. საქართველოს რუსეთის მეტი ომს არავინ გამოგვიცხადებს. თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ერთი კაცუნია ატამანი ვერაფერს გააფუჭებს ჩვენს შორის. თქვენ ოკუპანტებს ტვ-შიც არ უნდა გქონდეთ წვდომა თვალი ადავნოთ ევროპის ჩემპიონატს. თქვენ თამაშგარეში ხართ გამოქვაბულებში პირველყოფილო მკვლელებო.
G.LA
06 სექტემბერი 2022 07:35
47
Irali. 1000 წლის წინანდელ და 400 წლის წიბანდელი ისტორია იცი და დღევანდელი დღე დაგავიწყდა აფხაზეთი და სამაჩაბლოში რო ვერ შედიხარ?
დააT
06 სექტემბერი 2022 12:36
8
კი, თურქეთი ჩვენი მეგობარია, თანაც ისტორიული მეგობარი. სულ ტყუილია, ისტორიკოსები რომ წერენ, ოსმალები ჩვილებს გვიხოცავდნენო, ვენახებს ჩეხდნენო, ეკლესიებს გვინგრევდნენ, ძარცვავდნენ და არბევდნენო, ტაო კლარჯეთი და ქართული ძეგლები მიითვისესო - სამაგიეროდ პლასტმასის პამიდორებს გვიგზავნიან და ბასეინებში წყალსაც გვისხამენ თავიანთი უდაბნოების კურორტებზე.
irakli
06 სექტემბერი 2022 12:07
8
აქაც პოლიტიკაზე დაიწყეთ ლაპარაკი?
დავით 67
06 სექტემბერი 2022 06:35
0
ახლა გომელსკის სიტყვებს იხმარიებენ :((
სულ ჩხუბში როგორ არიან ხან უკრაინასთან ხან თურქებთან.
გუნდი კი არა ტყლარწია.

ii
06 სექტემბერი 2022 04:37
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული