შესაძლოა, სანაძეს, შენგელიას, ბითაძესა და კორკმაზს სანქციები დაეკისროთ - ფიბას ოფიციალური განცხადება

AutoSharing Option
გოგა ბითაძეს, დუდა სანაძეს, თორნიკე შენგელიასა და ფურკან კორკმაზს, შესაძლოა, ფიბასგან სანქციები დაეკისროთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Eurohoops-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღეს, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (88:83), დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ორივე მოთამაშე გააძევეს, ინციდენტი კი გასახდელში გაგრძელდა.

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების ყურადღებით ნახვის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევების გამო დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძისა და ფურკან კორკმაზის მიმართ.
ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ ზომების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - წერია ფიბას ოფიციალურ განცხადებაში.

altგომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება

altსკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაზა ფაჩულია არავის უხრიდა ქედს მოედანზე ყველას საკადრის პასუხს ცემდა, მარა არასოდეს უკადრებია, რამდენიმე კაცი წაეყვანა და ვინმეს ქასახდელში შევარდნოდა.
რრრ
11:56 17-09-2022
5
ძველი ბიჭების ჯოგს არაფერი ესაქმება არც ევრობასკეტზე და არც მსოფლიოზე.
ეეე
11:45 17-09-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული