კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისლანდიას 7 ქულით ამარცხებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რეიკიავიკში ისლანდიას 45:38 ამარცხებს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. დებიუტში მარცხენა ფეხი შერმადინმა იტკინა და მოედნის დატოვება მოუწია. მეტოქეს სამქულიანები არ წაუვიდა, საქართველოს ნაკრები კი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა, ცინცაძემ ორი სამიანი, ხოლო მაკფადენმა ერთი ჩააგდო და 20:10 დავწინაურდით. შემდეგ შერმადინიც დაბრუნდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოვიგეთ.

მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შენგელია დაასვენა, მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე
შემცირება მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დაბრუნებისთანავე სიტუაცია შეიცვალა და პირველი ტაიმი  45:38 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ