"თორნიკემ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა, მოვუწოდებ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ" - ილიას ზუროსი

AutoSharing Option
AUTO PLAY
რეიკიავიკში მასპინძელი ისლანდიის (88:85) დამარცხების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთეს.

თორნიკე შენგელია:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს, მინდა მივულოცო ჩემს გუნდს, მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ მათით, ძალიან რთული თამაში იყო, როგორც ყველამ ნახეთ ბოლო წუთზე გადაწყდა თამაშის ბედი, ბოლო წამებზე".

ილიას ზუროსი:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს განსაკუთრებით ბოლო მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ,
რომელმაც 2 დღის წინ კლუბში ითამაშა და მაშინვე ისლანდიაში ჩამოვიდა საიმისოდ, რომ ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ჩაეტარებინა. ვულოცავ ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებს, ექიმებს, მთლიანად ნაკრების შტაბს, ფედერაციას, რომელიც მუდამ მხარს გვიჭერს. სწორედ მათ მოგვცეს შესაძლებლობა ისლანდიასთან გამართული თამაშის შემდეგ სამშობლოში უკან შედარებით მარტივი გზის გავლით დავბრუნებულიყავით, რათა იტალიასთან თამაშისთვის უკეთესად მოვემზადოთ. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს არენაზე იყო და სტიმულს ძალიან რთულ მომენტებში გვაძლევდნენ. ახლა ისღა დაგვრჩენია ასევე განვაგრძოთ, მიმდინარე ფანჯარაში იტალიასთან კიდევ ერთი თამაში გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭირონ ჩვენს გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2023 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვოს".

დუდა სანაძე:

"ძალიან ძნელი თამაში გამოვიდა, ამას ველოდებოდით, რა თქმა უნდა. პირველი ორი ტაიმი ჩვენი ტემპით მიმდინარეობდა, ყველაფერი კარგად იყო, რიტმს ვაკონტროლებდით, თამაშიც კარგად მიდიოდა, მეორე ნახევარში კი ისლანდიელებმა სრულიად შეცვალეს თამაშის ტაქტიკა და უფრო სწრაფები გახდნენ და ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის ამ რიტმში აყოლა, მაგრმა ბიჭებს ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ თამაშის შემოტრიალება და მოგება, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში ჩვენმა გულშემატკივრებმა, მრავლად გლშე,მატკივარი გვყავდა ამ თამაშზე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა აქ და რა თქმა უნდა, საქართველოშიც ყველას, ვინც მესიჯებით და სოციალურ ქსელში გვერდში გვიდგას. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიოატზე არ გავსულვართ, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ".

შეგახსენებთ, L ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 14 ნოემბერს იტალიასთან გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
Tornikem moigo eg tamashi da gadarcha zurosi.cincaze unda mixvdes ro ver qachavs.satadarigo skami gasazlierebelia axalgazrdebit da ara baleshiki kalatburtelebit.zurosma metevzeebs taqtikitac ver ajoba. Simartle esaa da am gundit msoflioze roc gavidet shevrcxvebit.
Gia
12 ნოემბერი 2022 17:35
6
ძალიან, ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა... უდიდესი წარმატებები მათ მომავალშიც!
ვახო...
12 ნოემბერი 2022 17:20
0
უმძიმესი თამაში იყო... მადლობა ბიჭებს გამარჯვებისათვის. იმედია, კიდევ გაგვახარებენ!!! წარმატებები!!!
tngh
12 ნოემბერი 2022 15:06
0
მესამე და მეოთხე პერიოდში (მანამდე არ გვიჭირდა და არ მიმიქცევია ყურადღება) შეტევაში გუნდს არც ერთი კომბინაცია არ გაუკეთებია, გესმით? არცერთი? ყველა ქულა იყო სპონტანური და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ასე შორს კი არა საერთოდ ვერ ,, გავფრინდებით ". შეკრებაზე უნგ იყოს მუშაობა ამაზე, დაცვა აუცილებელია, მარა თუ ვერ უტევ, ისევ დასაცავად გაქვს საქმე, მარტო დაცვას ქულები არ მოაქვს.
ამა ვერავინ ხედავს ხალხო?
ქორ-პარიკმახერი
12 ნოემბერი 2022 14:51
10
დისლაიქი ვინც დაწერეთ ერთი თხოვნა მაქვს , რამდენი შედეგიანი კომბინაცია შეასრულა ნაკრებმა მეორე ტაიმში? მიპასუხეთ ამ შეკითხვაზე? გელოდებით. თუ არ მიპასუხებთ მაშინ დააყენეთ რაა
ქორ-პარიკმახერი
13 ნოემბერი 2022 00:17
0
ჯერ ქვეყანაა და მერე სხვა დანარჩენი.
ლადო
12 ნოემბერი 2022 13:12
0
უკეთესი კარგი კი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაკფადენი ძალიან საჭიროა გუნდისთვის
თენგო
12 ნოემბერი 2022 12:44
1
რამხელა ძალაა თორნიკე გუნდისთვის,არანაირი ბითაძე და მამუკელაშვილი_ამ ეტაპზე ლიდერობას ვერ გასწევენ ეს ბიჭები დღესდღეობით ამ ნაკრებში,ლიდერი მხოლოდ კაპიტანია.აშკარად გამოჩნდა რომ თოკოსთან ერთად ევრობასკეტზე გავიდოდით ჯგუფიდან...მეტოქე კი ძალიან სუსტი იყო.ამათ როგორ მოუგეს ან იტალიას,ან უკრაინას გამოცანაა.აშკარად ჩანს რომ მაკფადენი უნდა შევცვალოთ სხვა,ნორმალური ამერიკელით.ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.დროა მადლობა გადავუხადოთ დამსახურებისთვის და გავუშვათ ნაკრებიდან.საერთოდ ვერაფერს აკეთებს ეს ბიჭი,ამოწურა თავი ამ ნაკრებში თადმა.ბერიშვილს კი მადლობა.რატიც უფრო მეტ დროს იმსახურებს მგონი...
master
12 ნოემბერი 2022 11:27
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული