"თორნიკემ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა, მოვუწოდებ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ" - ილიას ზუროსი

AutoSharing Option
AUTO PLAY
რეიკიავიკში მასპინძელი ისლანდიის (88:85) დამარცხების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთეს.

თორნიკე შენგელია:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს, მინდა მივულოცო ჩემს გუნდს, მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ მათით, ძალიან რთული თამაში იყო, როგორც ყველამ ნახეთ ბოლო წუთზე გადაწყდა თამაშის ბედი, ბოლო წამებზე".

ილიას ზუროსი:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს განსაკუთრებით ბოლო მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ,
რომელმაც 2 დღის წინ კლუბში ითამაშა და მაშინვე ისლანდიაში ჩამოვიდა საიმისოდ, რომ ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ჩაეტარებინა. ვულოცავ ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებს, ექიმებს, მთლიანად ნაკრების შტაბს, ფედერაციას, რომელიც მუდამ მხარს გვიჭერს. სწორედ მათ მოგვცეს შესაძლებლობა ისლანდიასთან გამართული თამაშის შემდეგ სამშობლოში უკან შედარებით მარტივი გზის გავლით დავბრუნებულიყავით, რათა იტალიასთან თამაშისთვის უკეთესად მოვემზადოთ. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს არენაზე იყო და სტიმულს ძალიან რთულ მომენტებში გვაძლევდნენ. ახლა ისღა დაგვრჩენია ასევე განვაგრძოთ, მიმდინარე ფანჯარაში იტალიასთან კიდევ ერთი თამაში გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭირონ ჩვენს გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2023 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვოს".

დუდა სანაძე:

"ძალიან ძნელი თამაში გამოვიდა, ამას ველოდებოდით, რა თქმა უნდა. პირველი ორი ტაიმი ჩვენი ტემპით მიმდინარეობდა, ყველაფერი კარგად იყო, რიტმს ვაკონტროლებდით, თამაშიც კარგად მიდიოდა, მეორე ნახევარში კი ისლანდიელებმა სრულიად შეცვალეს თამაშის ტაქტიკა და უფრო სწრაფები გახდნენ და ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის ამ რიტმში აყოლა, მაგრმა ბიჭებს ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ თამაშის შემოტრიალება და მოგება, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში ჩვენმა გულშემატკივრებმა, მრავლად გლშე,მატკივარი გვყავდა ამ თამაშზე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა აქ და რა თქმა უნდა, საქართველოშიც ყველას, ვინც მესიჯებით და სოციალურ ქსელში გვერდში გვიდგას. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიოატზე არ გავსულვართ, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ".

შეგახსენებთ, L ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 14 ნოემბერს იტალიასთან გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
Tornikem moigo eg tamashi da gadarcha zurosi.cincaze unda mixvdes ro ver qachavs.satadarigo skami gasazlierebelia axalgazrdebit da ara baleshiki kalatburtelebit.zurosma metevzeebs taqtikitac ver ajoba. Simartle esaa da am gundit msoflioze roc gavidet shevrcxvebit.
6
ძალიან, ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა... უდიდესი წარმატებები მათ მომავალშიც!
ვახო...
17:20 12-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული