თორნიკე შენგელია: ახლა ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ასეთი წაგების შემდეგ ლაპარაკი და ანალიზი ძნელია. მოწინააღმდეგეს ორქულიანებზე უფრო სამქულიანების სროლის უფლება მივეცით, დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, მათ შორის, პირველ რიგში, მე. მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩავატარეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ ყველამ ნახა, ბოლოს რაც მოხდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

ამით არაფერი დასრულებულა, მიუხედავად წაგებისა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩვენს ხელშია. მომავალ მატჩებში მიზნის მიღწევა შეგვიძლია".

ძნელია ასეთი წაგების შემდეგ ისაუბრო და ანალიზი გააკეთოს. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა გვითხრა, მეტოქეს ორქულიანზე მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით. ბურთიც ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, პირველ რიგში კი - მე. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ტაიმში.

ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, ყველამ ნახა და ამაზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად წაგებისა, მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში მიზნის მიღწევა შეგვიძლია, ჯერ არაფერი დასრულებულა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გვიყვარხარ კაპიტანო!!!! შენ დიდი კალათბურთელი და მაგარი ადამიანი ხარ!!!!
Joko
02:32 15-11-2022
0
დაბერდით დაბერდით და ჯობია როგორც თქვენ მოხვდით და განვითარდით აქამდე მიიყვანეთ ნაკრები,დროა ახალგაზრდები გაზარდეთ რომ ახალი სისხლი შევიდეს.თორე ხომ ხედავთ შემცვლელი არ გყავთ.ისე მოგდით ჩვენ ვართ მარტოოო და შედეგიც სახეზეა.ვიცით ვინც ხარ და ახლა ჯობია ახალგაზრდებს მიხდეთ პატარა ბავშვებს გაზარდეთ რეალური ბავშვები.
ბე ბერი
08:30 15-11-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული