პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 42:43 მარცხდება.

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები
ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი გავალთ თუ არა მსოფლიოზე, მაგრამ ასეთი დონით რა გვინდა იქ? სამწვეთნელო გუნდი მთლიანად გასაშვებია, სამის გარდა სირცხვილი ნაკრების დანარჩენ წევრებს, ცხელ გულზე არ მინდა ჩარჩოებს გავცდე
გუსანი
26 თებერვალი 2023 21:43
0
ზუროს = გენიოს
დინამოელი
26 თებერვალი 2023 21:12
5
რატი ან აგვაშენებს, ან დაგვღუპავს.
zurab
26 თებერვალი 2023 21:05
1
კატასტროფა კატასტროფა საშინელება რაც ხდება.მწვრთნელი არ გვყავს
აბდულაი
26 თებერვალი 2023 21:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული