3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
არის,როგორც იქნა.
მსოფლიომდე დროა,თუ 14-15 3-ნს ვერ ჩავაგდებთ ყოველ თამაშში-ვერც ერთს მოვიგებთ,ამიტომ უკანა ხაზმა სპეც-ური მომზადება უნდა გაიაროს-მსროლელები... წინა ხაზი-კარგი ფიზიკური მომზადება და არც ერთ ნაკრებს ჩამოუვარდება (შენგ-შერ-ბითაძე),მანამ ამხანაგურში-არა ევროპულ ნაკრებებს უნდა შევხდეთ,სტატიტისტიკაზეც მუშაონაა საჭირო, ყოველი თამატის მოგებაზე-ბოლო 16 შეხვედრაში-მე-5 მოვიგეთ(?!)და...
რაც შეეხება მომავალ თაობა-სპორტულმა ჟურნალისტებმა კალათბურთის ფედერაციის ხალხი უნდა დაიიჯინოს და პრეს- კონფერენცია მოაწყობინოს-რატომ არ ჩანს ახალი თაობა,რა მიზეზები არსებობს და რატომ ვერ აგვარებენ(?!),
რას ფიქრობენ დიდი სამეულის წასვლის მერე, რა დონის კალათბურთი გვექნება და მასზე პასუხისმგებელი-ვინ არის(?!)
კახაბერი
27 თებერვალი 2023 14:48
2
ისტორიაში საუკეთესო შედეგი, უდიდესი წარმატება. ანუ, რეალურად კარგი საშუალო ნაკრები გვყავს, მართლაც მაგარი მწვრთნელით. ებროპის ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, მით უმეტეს, ჩრდილო მაკედონიასთან 2 მოგება გაგვიუქმეს, მართლა იდეალური შედეგია. თამაშის დონე საკმარისია, რა მაქსიმალური შედეგიც დაისახეს. მაგის ზემოთ, ოცნებაც კი წარმოუდგენელია. გასაგებია, ყველაფერში მეტი გვინდა, სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალისტი გულშემატკივარია, მაგრამ პროგრესი, რაც ბოლო 12 წლის მანძილზე გვაქვს, სახეზეა. მანამდე ევროპის "ბ" ლიგაში მოთამაშე ნაკრები იყო, რომელიც ევროპაზე მოხვედრას ნატრულობდა. ახლა მსოფლიოზე გავიდნენ და მაინც აკრიტიკებენ. გრძელი სკამი არ გვაქვსო და მთავარ მწვრთნელს ედავებიან. ეგ ხალხი, თუ ბუნებაში არ ასებობენ, საიდან მოიყვანოს. მწვრთნელის წარმატება სწორედ ეგ არის, რა მასალაც არის, შედეგს იმით რომ დებს, თორემ ნბა-ს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს რამენაირად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევიდან გადაიყვანს. მადლობა ბიჭებს, მადლობა სამწვრთნელო შტაბს, წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
ლერი
27 თებერვალი 2023 14:35
2
ფილიპინები მინდა ჯგუფში რომ მოგვიწიოს,მეზღვაური ვარ და ჩემს ფილიპინელ კოლეგებთან ერთად ამ მატჩის ყურება გაასწორებს :დ :დ სხვა კონტინენტის წარმომადგენლებთანაც მოგვიწევს პაექრობა და კარგია,აქამდე მხოლოდ ევროპულ ნაკრებებთან გვქონდა თამაშის გამოცდილება.რაც არ უნდა იყოს დიდი მიღწევაა მსოფლიოზე გასვლა,იგერ ჩვენზე ძლიერი სერბეთის ნაკრები ვერ გავიდა ამ ტურნირზე.წარმატებები ბიჭებს!!
Მეზღვაური
27 თებერვალი 2023 12:50
0
ყველას გილოცავთ, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, შენგელია, მაკფადენი და შერმადინი როცა არის მოედანზე, რაღაც კომბინაციებს მაინც ვათამაშებთ, როგოც კი ძირითადები გადიან, იწყება სრული ქაოსი, სად დარბიან, როგორ მოძრაობენ, რა პასს აკეთებენ: სრული დომხალი და ანარქია, იდიოტებივით დარბიან, ეს რა უბედურებაა ხალხო?! დღეს თამაშს იგებს სათადარიგო სკამი, ძირითადის მოთამაშეები მეტნაკლებად თანაბარი ძალისაა ყველა გუნდში და ქულა ქულაში მიდის, აი სათადარიგოებზე როცა მიდგება საქმე, სწორედ ისინი იგებენ თამაშებს, ჩვენი სკამი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს როცა ძირითადში ცინცაძე და სანაძე გვყავს, ეს გაუგებარი სტილის კალათბურთელები. უბრალოდ დააკვირდით სანაძის ბურთის ტარების ტექნიკას, მითხარით ერთი კალათბურთელი, ვინც ასე გოიმურად ატარებს ბურთს (მაპატიეთ, სხვა სიტყვა ვერ შევარჩიე), ცინცაძეს კი აქვს დრიბლინგი, მაგრამ რად გინდა, დადგება ზურგით და გადის წამები, ისე გადის, რომ არც რჩება დრო, რომ რაიმე კომბინაცია გაათამაშონ. მოკლედ მამუს და ბითაძის დამატების შემდეგ შეიძლება რამეზე ფიქრი, ამ სასტავით აზრი არა აქვს სადმე წასვლას.
27 თებერვალი 2023 12:08
1
ვულოცავ ყველა ქართული კალათბურთის გულშემატკივარს ამ უდიდეს საკალათბურთო ფორუმზე გასვლას!!!ისტორია დაწერილია, მიზანი მიღწეულია!!!მაგრამ ამ ყველაფერში საინტერესო და ორიგინალური ისაა რომ ჩვენებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და დამარცხდნენ,ყველა დამეთანხმება რომ ეს ძალიან ცუდია.სამაგიეროდ შედეგი მაინც დაიდო. ისლანდიელებს ჩვენებზე გაცილებით უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ბედის ირონიაა!!! გავკარი ჩვენზე კარგად მოთამაშე ისლანდიელებს,ჯგუფში ჩარჩნენ!!! მადლობა საბოლოო შედეგისთვის ჩვენს კალათბურთელებს!! რაა ცხოვრება? მოგებულები უბედურები იყვნენ წაგებულები ბედნიერები
gogia
27 თებერვალი 2023 12:06
3
ღვთისავარ გთხოვთ თქვენი ხედვა და სრულყოფილი სტატია ფეხბურთზე რომ წერთ, კალათბურთსაც მიუძღვნათ. იქნებ სტატისტიკაც დადოს სპრტალმა თუ ძალიან სასირცხვილო არ იქნება ფედერაციისთვის, ჩვენთვის გულშემატკივრებისათვის საინტერესოა ძალიან ბოლო 2 თამაშის სტატისტიკის ნახვა. თქვენც ჯურნალისტებიც იმ აზრის ხართ რომ ახლა მხოლოდ უნდა ვიზეიმოთ და კრიტიკის დრო არ არის? სტატისტიკას უკვე მე-2 თამაშია არ დებთ.
G.LA
27 თებერვალი 2023 11:12
6
გავიდნენ მსოფლიოზე, ანუ, უკეთესები არიან და იმსახურებენ. სხვა ყველაფერი ლაილაია.
კოტე
27 თებერვალი 2023 14:42
3
კიდე კაი შენგელია თამაშობდა თორე აუცილებლად უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით…სამწუხაროდ არ არის ნაკრებში კონკურენტუნარიანი კალათბურთელები…მსოფლიო ჩემპიონატის მერე შერმადინი წავა ნაკრებიდან არც შენგელიაა ახალგაზრდა ბიჭი ყოველდღე რო ამ გრაფიკით ითამაშოს…სხვებმა თუ არ მოუმატეს გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.
ზურა
27 თებერვალი 2023 11:03
1
ისლანდიის მოსახლეობა სულ 300 000 ადამიანზე ცოტა მეტია. აქედან ნახევარზე მეტი ქალია. დანარჩენების ნახევარი 35-40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები (ანუ კალათბურთისათვის აღარ გამოდგებიან, დარჩენილის ნახევარი სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისლანდიას საკმაოდ კარგი საფეხბურთო ნაკრებიც ყავს (სხვა სპორტზე აღარაფერს ვამბობ), ზოგი ხეიბარია და ზოგს სპორტი არ აინტერესებს, სულ ასიოდე კაციღა რჩება და ამ 100 კაცში ამორჩეულმა 10 კაცმა მოგვიგო. რისი იმედი გვაქვს მსოფლიოზე? ბიჭებს თავდადებისა და მონდომებისათვის დიდი მადლობა.
თამაზი
27 თებერვალი 2023 10:46
5
ჯ.ს-ს. ვერ დაგეთანხმები მეგობარო. 100 მილიონია თუ 500, ფაქტიურად უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, არჩევანი ძალიან დიდია. ასეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში კი მართლაც ძნელი ასარჩევია კალათბურთის იმდენი მოყვარული, რომ ძლიერი ნაკრები გყავდეს. მითუმეტეს ქვეყნის ჩემპიონატიც ხომ გინდა, მინიმუმ 6 გუნდიანი მაინც. თანაც, კალათბურთი არაა ისლანდიელებისათვის სპორტის ეროვნული სახეობდა, რომ დიდი და პატარა კალათბურთს თამაშობდეს, როგორც, მაგალითად, ამერიკაშია, ან როგორც ფიჯიში ან ტონგაში ყველა თამაშობს რაგბის.
თამაზი
27 თებერვალი 2023 15:09
0
ახლა ასეთ მსჯელობაში ლოგიკა კი არის მაგრამ, მაგ ლოგიკით ყველაფერი ჩინეთმა და ინდოეთმა უნდა მოიგოს ვერც ერთი ვერაფერს აკეთებს გუნდურ სახეობებში. რამდენ კაცშიც ამოარჩია- გუნდი კარგია და რამეთი რატო გვაკნინებს ჩვენ ?
ჯ.ს.
27 თებერვალი 2023 13:29
2
ყველა გამოხმაურება
ლეო-რომელი-მატჩი-მოიგე?!
svano magarski
27 თებერვალი 2023 10:46
4
Sami kacis qulebit mteli turniri warmatebit gaviaret,es aris saswauli. me piradat ufro mets velodi ratisgan,cincadzisgan,burjanadzisgan da gansakutrebit sanadzisgan,titoeuls 5-6 qula rom gaeketebinat islandiastan movigebdit.
Givi
27 თებერვალი 2023 10:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული