თორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ისლანდიასთან 3 ქულით დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. ნამატჩევს ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა:

ჩვენ ისტორია დავწერეთ!

"პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იასპარეზებს!

ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ჩვენ ერთ დღე-ღამეში არ მიგვიღწევია, ამას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა, რისთვისაც უდიდესი პატივი მინდა მივაგო და მადლობა გადავუხადო მთლიანი გუნდის სახელით ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილიც კი მიუძღვის ქართული კალათბურთისთვის, ვისი სახელი
და გვარი ერთხელ მაინც გაჟღერებულა ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, ყველას დიდი მადლობა! დღეს ჩვენ ამ წარმატებას ერთად ვზეიმობთ.

მე ამაყი ვარ სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და სტაფით, რომლებიც 24/7 გაუჩერებლად მუშაობდნენ, რათა ხელი შეეწყოთ თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ამ უდიდეს გამოწვევას საუკეთესო ფორმაში შევხვედროდით!

მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ძმებით, საკალათბურთო ოჯახით! მათი გვერდში დგომა მაიმედებს, რომ ყველანაირ გამოწვევას თავაწეულები შევხვდებით და უკან არაფერზე დავიხევთ! ეს არის ჩვენი დამახასიათებელი თვისება და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ წაგვართმევს!

მინდა ვუთხრა მომავალ თაობას, რომ დღეს ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ.

ეს მხოლოდ და მხოლოდ მოტივაცია უნდა იყოს თქვენთვის.

გახსოვდეთ, ყველაფერს, რასაც აკეთებთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა ამას ჩვენს ქვეყანას მოახმართ, მერწმუნეთ, ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ.

ამას კი მთელი გუნდის სახელით ვიტყვი… უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს!!! დღესაც, როგორც ყოველთვის, სასწაული ატმოსფერო იყო დარბაზში და ამ მიზნის მიღწევაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით... თქვენ ხართ ის ძალა და ენერგია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებში გვეხმარება, რომ ვიბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

და რაღა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს! იმისთვის, რომ ვართ და ვიქნებით "ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს". თქვენი კაპიტანი".

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მადლობა, კაპიტანო! Მახსოვს, ზაფხულში როგორ გაირინდა წამიერად დარბაზი შენი ტრავმის მომენტში, ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა გუნდისთვის ეს... ის ტაშიც მახსოვს, რომლითაც პარკეტიდან გაგაცილეს! და მაინც, შენი თავდადება ბოლო ორ თამაᲨში ჩემთვის მაინც უფრო მეტია, ვიდრე კალათბურთი!
მასტერს
01 მარტი 2023 09:56
0
ზაზას!!! აქ საქართველოს სიხარულზე და წარმატებაზეა ლაპარაკი და არა უნაკლო კალათბურთზე! და ეს ყველაზე კარგად მაგ ბიჭებმა იციან თვითონ და სვარკის გამართლება ამ მომენტში უბრალოდ უაზროობაა
ზაკო
01 მარტი 2023 00:05
0
ვინც ამ სვარკას ამართლებს რამანეირად არ გეღირსოთ ამაზე მეტი კალათბურთი
ზაზა
28 თებერვალი 2023 18:12
10
მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას და სიხარულს! ისე აქ რა მოსატანია სანაია და მისნაირი პ...ი ქართველები, თოკოს ქარველობას და პატრიოტიზმს რომ უწუნებდა ცსკ-ში გადასვლის დროს ან ხვიჩას რუბინში თამაშისას!!! ახლა არსად წამიკითხავს მისნაირების მოსალოცი პოსტი
ზაკო
28 თებერვალი 2023 15:51
4
კი კარგია მსოფლიოზე გასვლა მარა ამ ნაკრებით დაგვაწყიტავენ ნერვებს ესენი!
გიორგი IV
28 თებერვალი 2023 00:55
8
აქამდე,ამასაც ვერ ვაღწევდით და რატომ გააღწიეთო,ამიტომ ვაგინოთ ბიჭები?რაც ამ შემადგენლობას შეუძლია,ეს ალბათ მაქსიმუმი იყო.ბითაძე და სანდრო,ცოტას კი გაგვაძლიერებენ,თუმცა სკამი მაინც ძალიან მოკლე და არასრულფასოვანი გვექნება,მაგრამ ასე თუ ისე,მათ მაინც აქამდე მიუღწეველი გააკეთეს.მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისას კი,რა თქმა უნდა, მუდამ ნერვების წყვეტა გვექნება.მაშინაც კი,თუ მოხდა სასწაული და ვინმეს დიდი ანგარიშით გავუსწარით.გიორგი, თქვენ არ გედავებით,უბრალოდ ,რაკი დავიწყე,აქ დადებულ სხვა პოსტებსაც ვუპასუხე.
სოსო
01 მარტი 2023 11:53
0
კალათბურთი ნერვების წყვეტის თამაშია...ნუ ყოველ შემთხვევაში 40 წლის ვარ 25 წელია ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ,არ მახსოვს თამაში რომ არ გვანერვიულონ იშვიათი გამონაკლისის გარდა,საქმე მარტივადაა არ გვყავს სტაბილური შუთერი,რომელიც სტაბილურად ჩაყრის 6-7 სამიანს მაინც თამაშში,რადგან დანარჩენებიდან მაქსიმუმ 2-3 3 ქულიანი შეიძლება ჩავარდეს,ეს გვღუპავს....რაც გვაქვს რესურსი ესაა,მეტი ვარჯიში,მეტი სროლაში ვარჯიში,პერიმეტრი მუდამ ცარიელი გვაქვს,მაგრამ აგერ იღბალმაც ზურგის ქარი მოგვცა,თოკომ თავი გაიმეტა და გავიდნენ...არ შევირგოთ?!არ დავუფასოთ?!არ მოვუხადოთ მადლობა?!მთავარია შედეგი დაიდო,ოცნება ასრულდა....ასე იძახდით რაგბისტებზე და ტესტებზე ვინც გავაგორეთ კი ნახეთ,კრიტიკა უნდა იყოს,მაგრამ დავუფასოთ ბიჭებსაც შრომა....წინ საქართველო....მსოფლიოს მერე კი დასაფერთხია მწვრთნელი პირველ რიგში და არაფრის მაქნისები კიდე გულშემატკივრებში გამოუშვით იქ დახარჯონ ენერგია
ნიკო
28 თებერვალი 2023 09:34
0
დიდი მადლობა კაპიტანს!
დიდი მადლობა მთელ გუნდს!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
28 თებერვალი 2023 00:25
0
მადლობა!!!
ლაშა
27 თებერვალი 2023 21:14
1
მადლობა თოკო აი ამ ყველაფრისთვის
Jnj
27 თებერვალი 2023 21:09
1
ქვეყნის დიდი პატრიოტის და დიდი კაპიტნის სიტყვებია!რამდენიმე ათწლეულის თაობების ოცნება აასრულეს ამ ბიჭებმა!აასრულეს უდიდესი ძალისხმევით,თავგანწირვით და დიდი მადლობა მათ!
სოსო
27 თებერვალი 2023 20:21
2
მადლობა შენ კაპიტანო!
baba
27 თებერვალი 2023 18:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული