კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა იორდანიას მოუგო და ფინალში მონტენეგროს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა იორდანია 86:69 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ბითაძემ. მეორე პერიოდში ზუროსის შეგირდებმა ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 48:35 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულად დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო, 16 ქულა შენგელიამ ჩააგდო (პლუს 10 მოხსნა და 6 პასი), 13  ბითაძემ, 9-9 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 6-6 მაკფადენმა და შერმადინმა, 2-2 ბექაურმა, ლიკლიკაძემ, ცინცაძემ და ტურძილაძემ, 1 კი
ჯინჭარაძემ.

13 გვისტოს, ფინალში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, რომელმაც დღეს ირანს 81:66 სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ