ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.
სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38 დასრულდა.
დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.
საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან
ასევე მაინტერესებს რა კრიტერიუმით არის ნაკრებში ბურჯანაძე?
ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ფაჩულიას დეიდაშვილია.ეს ფედერაცია გასაყრელია.გამოვა ეხლა დემაგოგი გურასპაული და დაიწყებს ზღაპრების მოყოლას თუ როგორ ვითარდება ჩვენი კალათბურთი.რომ მსოფლიოზე ვითამაშეთ.მსოფლიოზე იმიტომ ვითამაშეთ,რომ ოკუპანტი რუსები მოხსნეს გათამაშებიდან და მიუხედავად ამისა გაგვიმართლა ბოლო თამაში ისლანდიასთან.სახლში რო ჩავისვარეთ ევროპაზე ამაზე აღარაფერს ვამბობ.
შენფელიააა ვინც რაღაცას ცდილობს და ოჩხიკიძე.დანარჩენი ბალასტი.ცინცაძეს შერმადინიც უნდა მიყვეს.არაფრისმაქნისია.
პ.ს. მთელი თამაში ტელევიზორს ხმა ჩაუწიე და ისე ვუყურებდი კომენტატორების გამო.აზრზე არ არიან და უაზროდ ჭორაობენ.