საქართველოს ნაკრების მეტოქეს ევრობასკეტზე NBA-ს კალათბურთელი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ცხელი ინფორმაცია ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდის ბანაკიდან.

გუშინ, იტალიისა და ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩში აპენინელთა მთავარმა იმედმა, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ახალშენაძენმა სნაიპერმა დანილო გალინარიმ მარჯვენა, მსროლელი ხელი მოიტეხა და ევრობასკეტს გამოტოვებს.

შემთხვევა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მოხდა, როცა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის გალინარი და ჰოლანდიელი მოთამაშე ჯიტო კოკი (დუდა სანაძის გუნდელი "სან დიეგოში") იბრძოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, გალინარი ამ რთული ტრავმის კვალობაზე ადრიანად მომჯობინდება და "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად, რომელთანაც ცოტა ხნის წინ 3-წლიანი და 65-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ სეზონს დაიწყებს.

თუმცა
სანაკრებო საკითხი ქართველი გულშემატკივრის სასარგებლოდ გადაწყდა: იტალიის კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ გალინარი ევროპის ჩეპიონატზე ვერ ითამაშებს.

ევრობასკეტზე, რომელიც სტარტს ზუსტად ერთ თვეში, 31 აგვისტოს აიღებს, საქართველო და იტალია ერთმანეთს ბოლო ტურში, 6 სექტემბერს შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
კლიპერსმა თუ შეიძინა, ლეიკერსში როგორ ითამაშებს?
ghkjhgjklgj
14:59 31-07-2017
0
აი დანარჩენებმაც რომ მიიღონ ტრავმები და სამწრთვნელო შტაბის ხალხს შეხვდნენ ოღონდ 50წელს გადაცილებულებს შანსი ნაღდად გაუჩნდებათ დაძაბულ ბრძოლაში მოუგონ.გალინარი კი არა მთელი იტალიის ნაკრები რომ სკოლის მოსწავლეებით ჩაანაცვლონ ამათ მაინც არაფერი ეშველებათ
koki
11:28 31-07-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული