კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. B ჯგუფის მატჩი თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ჯგუფში ჩატარებულ ოთხ მატჩში ორ-ორ მოგება-წაგება აქვს, ევრობასკეტის 1/8-ფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს. თუმცა, ჩვენს ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, თუკი დღესვე ისრაელი უკრაინას მოუგებს.

B ჯგუფში ისრაელისა
და უკრაინის მატჩი თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 15:45 სთ-ზე გერმანია-ლიტვის შეხვედრა გაიმართება.

- ევრობასკეტი 2017. 6 სექტემბრის კალენდარი: გადამწყვეტი ბრძოლა

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი ოფს სტამბოლი უმასპინძლებს.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას მოსაზრება მომავალ დაპირისპირებაზე.

პრესკონფერენციაზე ვკითხეთ:

- რამდენად რთულია იტალიის ნაკრებისთვის ტანმაღალი ცენტრების მყოლ გუნდებთან ბრძოლა, საქართველოს ნაკრები ხომ ორი კარგი მეფარით თამაშობს?
- რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, მით მეტია გამარჯვების შანსი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რა რესურსიც გვაქვს, იმითი ვთამაშობთ, ჩემს კალათბურთელებს კი ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ.

გერმანიასთან წაგების შემდეგ მესინამ კომენტარში იუმორიც გაურია:

- დაასახელეთ ერთი რამ, რაც ამ თამაშში თქვენთვის კარგი იყო.
- მოცეკვავე გოგონები.

ილიას ზუროსმა კი იტალიასთან მატჩზე საუბრისას ხაზი გაუსვა მეტოქის მაღალ კლასს და დასძინა - მთავარი, რაზეც ახლა ვფიქრობთ, დასვენება და ენერგიის აღდგენააო.
ასევე დაგაინტერესებთ