ისრაელის ნაკრებს საქართველოსთან მარცხის შემდეგ სასტუმროში ნომრები გაუძარცვეს

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან ოვერტაიმში 105:91 დამარცხდა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა.

ისრაელის ნაკრების კალათბურთელების სასტუმრო ოთახებში აღარც ფული იყო და აღარც საკრედიტო ბარათები.

ისრაელის ნაკრები, როგორც ყველა B ჯგუფის მონაწილე გუნდი, თელ-ავივში სასტუმრო "ჰილტონშია" გაჩერებული.

გაქურდულთა შორისაა ლიტვის ნაკრების მოთამაშე დონატას მოტეიუნასიც, რომელსაც 6000 ევრო მოპარეს და ასევე, ისრაელის ნაკრების წევრები: ფორვარდი ელიშაი კადირი, რომელმაც 1000 შეკელი
და 250 ევრო დაკარგა, მასპინძლების მცველ იოთამ ჰალპერინს საკრედიტო ბარათი, 200 შეკელი, 200 ევრო და ძვირფასი საათი მოპარეს.

გაქურდულია ისრაელის ნაკრების ვარსკვლავი ომრი კასპიც, რომლის დანაკარგიც ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარეობს გამოძიება: ამოწმებენ სასტუმროს თანამშრომლებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.
ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან ოვერტაიმში 105:91 დამარცხდა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა


- ისრაელი-საქართველო 91:104 - ერთი ომიც! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
და რა? ყველა პრეტენზია სასტუმროსთან და მის უსაფრთხოების სამსახურთან. უგანდაში გაათავისუფლეს მძევლები და ცხვირწინ უძარცვავენ სტუმრებს?
giorgi
21:07 06-09-2017
0
ნაცებო რატო არ წერთ რომ ეს ისრაელის მთავრობის ბრალია? დააბრალეთ ჰა მთავრობას.
კოტე
15:48 06-09-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული