თუ საქართველო გავა - რა ღირს ბილეთები ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე?

AutoSharing Option
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სტამბოლში, 9 სექტემბერს, მერვედფინალებით გაიხსნება.

დღეს A და B ჯგუფში მერვედფინალის საგზურის მფლობელთა ვინაობა გახდება ცნობილი. საღამოს (18:30) ჩვენი საქართველოს ბედიც გადაწყდება.

მერვედფინალური ეტაპი სტამბოლში, "სინან ერდემის სპორტის სასახლეში" გაიმართება. 

ბილეთების შეძენა კი უკვე არის შესაძლებელი და ერთი ბილეთით ორ მატჩზე შეგეძლებათ დასწრება.

ბილეთები ექვს კატეგორიად არის დაყოფილი: ზონა 5 - 63 ლირა (45 ლარი), ზონა 4 - 105 ლირა (75
ლარი), ზონა 3 - 147 ლირა (106 ლარი), ზონა 2 - 210 ლირა (151 ლარი), ზონა 1 - 273 ლირა (198 ლარი), პრემიუმი -  420 ლირა (303 ლარი).

საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, მხოლოდ ID ბარათით შეგეძლებათ სტუმრობა მეზობელ ქვეყანაში. ეს კი საშუალებას მოგცემთ, უქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში.

ჩვენი კალათბურთელების ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, მათი თამაში ნებისმიერ შემთხვევაში 9 სექტემბერს გაიმართება.

Sportall.Ge

თუ რა შანსები აქვს საქართველოს, იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე:

- საქართველო vs იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ მოდის სტამბუულში
ნო
06 სექტემბერი 2017 18:45
0
გაყიდულია უკვე რაღა დროს ბილეთებია.
dato
06 სექტემბერი 2017 16:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული