კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს ნაკრები იტალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

11 ქულითა და 4 მოხსნით საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი ლიდერობს, 9 ქულაა დიქსონის ანგარიშზე.
ასევე დაგაინტერესებთ