ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზეც ყველას დაანახა თავისი ხასიათი! იტალიასთან ორჯერ ვაგებდით დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მოგვყვა და თითოეული მატჩი გაალამაზა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის გუნდს წაადგება. მოვიყვან ერთ მაგალითს.ფრენბურთის საუკუნის მსოფლიო მწვრთელად აღიარებული გივი ახვლედიანი (რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც მოთამაშე) ჩამოიყვანეს მოსკოვიდან მწვრთნელად (ზენიტზე რომ იყო), მგონი ოთხმოციან წლებში, საკავშირო ხალხთა სპარტაკიადისთვის საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის მოსამზადებლად... მოკლედ ჩაფლავდა.
სპორტი
09:32 08-09-2017
0
მადლობა ილო, მაგარი კაცი ხარ ნუ გვკიდებ, ჩვენი გაგვჭირვებია :-D :-D :-D

P.S.
ზუროსი უნდა დარჩეს
მიშა
21:42 07-09-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული