ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზეც ყველას დაანახა თავისი ხასიათი! იტალიასთან ორჯერ ვაგებდით დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მოგვყვა და თითოეული მატჩი გაალამაზა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის გუნდს წაადგება. მოვიყვან ერთ მაგალითს.ფრენბურთის საუკუნის მსოფლიო მწვრთელად აღიარებული გივი ახვლედიანი (რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც მოთამაშე) ჩამოიყვანეს მოსკოვიდან მწვრთნელად (ზენიტზე რომ იყო), მგონი ოთხმოციან წლებში, საკავშირო ხალხთა სპარტაკიადისთვის საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის მოსამზადებლად... მოკლედ ჩაფლავდა.
სპორტი
08 სექტემბერი 2017 09:32
0
მადლობა ილო, მაგარი კაცი ხარ ნუ გვკიდებ, ჩვენი გაგვჭირვებია :-D :-D :-D

P.S.
ზუროსი უნდა დარჩეს
მიშა
07 სექტემბერი 2017 21:42
0
ტექნიკურებს ნუ გვკიდებ თქო, მაგას ვგულისხმობდი
მიშა
07 სექტემბერი 2017 22:03
0
მადლობა ტრენერ და დარწმუნებული ვარ მსოფლიოსთვის უფრო მაგარ გუნდს გააკეთებ
საღოლ ილო
07 სექტემბერი 2017 19:31
0
ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ზუროსს , რომელსაც ავტორიტეტი ევროპულ კალათბურთში ისედაც არ აკლდა, ეხლა უფრო მეტი საინტერესო შეთავაზება ექნება და კალათბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად. გუნდის თამაში დაცვაში სამაგალითო იყო და დაშვებული შეცდომები ნამდვილად მოკლე სათადარიგო სკამისა და გადაღლის ბრალია, სროლების პროცენტს კი ნაკრების მწვრთნელი ვერ გამოასწორებს. Dიქსონის შესახებ კი რა უნდა თქვას კაცმა, ის სულით ქართველია და მგონი მისი სურვილიც იქნება ნაკრებში დარჩენა. დიდი მადლობა ყველას. აშკარად ეტყობოდა, რომ ეს გუნდია, როგორც უკვე ითქვა მამბას მენტალიტეტით. კიდევ ერთხელ გმადლობთ, მიუხედავად იმისა, რომ წამლებზე ვიჯექი თქვენს გამო.
grisha dedakimovi
07 სექტემბერი 2017 16:20
0
კორუფცია ჭამს ქართულ კალათბურთს ამატმა კიდე ბევრი შეძლეს
lasha
07 სექტემბერი 2017 15:49
3
კაი უმადური ხალხი ვართ...

მადლობა გუნდს, რომ მორიგ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შანსი მოგვცა და ეს დღეები ქვეყანაში ასეთი მუხტი შექმნა... წარმატებები მომავალ ევრობასკეტზე!
ივანე
07 სექტემბერი 2017 14:46
1
...ფუ ვახო... შენი "დუხი" აღარ ვნახო !..
007 -
07 სექტემბერი 2017 14:15
0
მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის, თქვენ ამ ბიჭებს ვინც აკრიტიკებთ საერთოდ არ გაგეგებათ არაფერი. საქართველოს დონის ქვეყანა ევრობასკეტზე თამაშობს 2 თამაშს იგებს და მესამეში ზალიან მაგრად ითამაშა მაგრამ წააგო და ინგლისი ერთ თამაშსაც ვერ იგებს. იმათ ისე არ გააკრიტიკებენ როგორც თქვენ ამ ბიჭებს. ეს ქართველები მაგარი ხარბი ხალხი ვართ 3 კარგი თამაში და რატომ ოქროს მედლები ვერ ჩამოიტანესო გადააშენეთო, მაგარი ხარ ბიძია ყოველთვის გინდა გამარჯვება მიდი და გაიმარჯვე არავინ არ შეგიშლის ხელს, ამათ რაც შეეძლოთ ის გააკეთეს და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. წარმატებები მომავალ წელს.
roma
07 სექტემბერი 2017 13:14
5
წარუმატებელი კი არა,
წარმატებული გუნდი გვყავს. ევრობასკეტის ჩემპიონატზე გავედით, ჯგუფში ლიტვას და ისრაელს მოვუგეთ, ახლოს ვიყავით იტალიასთან გამარჯვებაზე.
ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ.
ევროპის ჩემპიონობა თუ გინდა, ისეთი პოლიტიკა უნდა იყოს კალათბურთის მიმართ, როგორიც ლიტვაშია, ბალკანეთის ქვეყნებშია. იქ ორ კორპუსს შორის საკალათბურთო მოედნებს აშენებენ, კალათბურთი ეროვნული ღირსების სპორტია.
ჩვენთან კი ორ კორპუსს შორის მესამე კორპუსს ჩაგიდგამენ და ყველაფერს ჩაგიბნელებენ.
მარტო დიდი სპორტსასახლე არაა საკმარისი. ყველა ეზოში უნდა იყოს სპორტული მოედნები.
ნუ ვიქნებით ზედმეტად ამბიციურები.
07 სექტემბერი 2017 12:43
0
ეს თამაში ბიჭების გაბრწყინებების დამსახურება იყო და არა მწვრთნელის. მწვრთნელი ჩვენს გუნდს არ ეტყობოდა.
123
07 სექტემბერი 2017 12:24
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული