კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზეც ყველას დაანახა თავისი ხასიათი! იტალიასთან ორჯერ ვაგებდით დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მოგვყვა და თითოეული მატჩი გაალამაზა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ