ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"დიდებული სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის ვერ მოახერხებ კარგად დაწყებულის ასევე გაგრძელებას. ეპიზოდებში დავუშვით შეცდომები, რითაც კარგად ისარგებლეს ქართველებმა და 19-ქულიანი ჩამორჩენა გაგვიბათილეს.

ძლიერი კალათბურთელია მაიკლ დიქსონი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო...

მოხარული ვარ, რომ გამარჯვება
საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ცუდი ფორმატი იყო ჩემპიონატის, ბოლო თამაშებში გუნდები ერთი დღე მაინც უნდა დაასვენო, ოვერტაიმის მერე ძნელია ფიზიკური კონდიციების ალაგება. თან გუნდს არ უნდა გქონდეს მოკლე სათადარიგო სკამი, ეს ტრენერების კომპენტენცია არის. უკვე არ მაინტერესებს სხვა გუნდების თამაშები ჩვენი ნაკრების გარეშე
ექიმი-ქუთაისელი
13:07 07-09-2017
1
უკრაინას სლოვენიასთან ფიასკო ელის. ისრაელმა არ ისურვა ბრძოლა, რატომ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის.
გოგი ქუთაისელი
12:59 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული