კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"დიდებული სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის ვერ მოახერხებ კარგად დაწყებულის ასევე გაგრძელებას. ეპიზოდებში დავუშვით შეცდომები, რითაც კარგად ისარგებლეს ქართველებმა და 19-ქულიანი ჩამორჩენა გაგვიბათილეს.

ძლიერი კალათბურთელია მაიკლ დიქსონი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო...

მოხარული ვარ, რომ გამარჯვება
საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ