ევრობასკეტი 2017-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს სტამბოლში ევრობასკეტი 2017-ის მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ლატვია მონტენეგროს შეხვდა და ანგარიშით 100:68 გაანადგურა. ლატვიელებს 21 ქულით იანის ტიმამ ულიდერა, რომლის ანგარიშზე ასევე 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. ასევე 21 ქულა მოაგროვა მონტენეგროელმა ბოიან დუბჟევიჩმა.

კრისტაპ პორზინგისის ანგარიშზე 19 ქულა და 6 მოხსნაა.

ამის მატჩის შემდეგ ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალური წყვილის ვინაობაც გაირკვა. ლატვია მეოთხედფინალში სლოვენიას შეხვდება. მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული