კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

გერმანიას მორიგი სენსაცია აღარ გამოუვიდა და ესპანეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის  1/4 ფინალურ შეხვედრაში, ესპანეთმა გერმანია 84:72 დაამარცხა. პირველი ტაიმის განმავლობაში, გერმანია ცდილობდა ესპანეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. მაგრამ არც ძალა და არც გამოცდილება გამოდგა საკმარისი ესპანეთთან მეტოქეობისთვის. აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედი, გერმანიის საოცარი თამაშითა და გამარჯვებით დაიწყო.

ესპანეთი თამაშში აქტიურად, მეორე მეოთხედიდან ჩაერთო და ლიდერობა აღარ დაუთმია.  ხოლო გერმანიის ყოველი მცდელობა, ტოლ-სწორად ეთამაშა ესპანეთთან კრახით სრულდებოდა. მეოთხე მეოთხედში გერმანია თითქოს გამოცოცხლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ესპანეთი ნახევარფინალში, სლოვენია- ლატვიის გამარჯვებულს შეხვდება.

ესპანეთში 28 ქულით მარკ
გასოლი და 19 ქულით პოლ გასოლი გამოირჩა. გერმანიაში საუკეთესო 27 ქულით შრიოდერი იყო.
გერმანია- ესპანეთი 72:84 (19:16, 14:18, 20:31, 19:19)