სლოვენია VS სერბეთი - დღეს იგორ კოკოშკოვი ისტორიის დაწერას შეეცდება

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, სტამბულში ევროპის 2017 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. "სინამ ერდემ დოუმის" დარბაზში მატჩი თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაწყება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

მანამდე გაირკვევა ევრობასკეტის მესამე ადგილოსნის ვინაობა - 18:00 სთ-ზე ესპანეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის. ფინალური მატჩის წინ მან მეტოქეზე ისაუბრა:

"სერბეთი საკმაოდ თავდაჯერებულად და ენერგიულად თამაშობს. ბოგდანოვიჩი და მარიანოვიჩი კი ამ გუნდის ლიდერები
არიან. დიახ, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და NBA-ს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათ შეჩერებაზე არ უნდა ვიფიქროთ. ვალდებული ვართ, მთლიანად სერბეთის ნაკრებს მივაქციოთ სათანადო ყურადღება", - აქვეყნებს კოკოშკოვის ნათქვამს Eurohoops.

კომენტარი სერბთა თავკაცმა ალეკსანდრ ჯორჯევიჩმაც გააკეთა, რომელმაც სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში ფავორიტად მოიხსენია.

"სლოვენიელებს ამ ტურნირზე თამაში არ წაუგიათ და აბსოლუტური ფავორიტები არიან. მათ ჰყავთ თავიანთი ლიდერები, კარგი გუნდი და ბრწყინვალე მწვრთნელი. ჩემი კოლეგა იგორ კოკოშკოვი შესანიშნავად მუშაობს", - თქვა ჯორჯევიჩმა.

სლოვენიის ნაკრებმა ტურნირის 1/2-ფინალში ესპანეთს 92:72 სძლია, სერბებმა კი რუსეთს 87:79 მოუგეს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
.....იუგოსლავია იყო მაშინ და სერბეთს ნუ მიაწერთ 90 იანებამდე ჩემიონობას ;) მაგ ქვეყანაში სლოვენიაც შედიოდა ... თხოვთ ვიყოთ აკურატულები უინფორმაცის მიწოდების დროს
ირაკლი
12:00 17-09-2017
3
იმედია კომენტატორები ხალხის აზრზს ახლა მაინც გაითვალისწინებენ და მთელ თამაშს "ბრავოს" ღრიალში არ გაატარებენ, არამედ ფინალს მაინც წაიყვანენ კორექტულად, ლაპარაკით,თამაშის განხილვით და არა ყვირილით-"ნახეთ,ბრავოოოო!"(თუ შეუძლიათ)
Gela
12:19 17-09-2017
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული