იგორ კოკოშკოვმა სლოვენიას ევრობასკეტი 2017 მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს, სტამბოლში, კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სლოვენიის ნაკრებმა სერბეთს ანგარიშით 93:85 სძლია და ისტორიაში პირველად კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი (2008-2013 წლებში) წვრთნის.

"სინამ ერდემ დოუმის" დარბაზში პირველი მეოთხედის წაგების (20:22) მიუხედავად, ტაიმი მაინც სლოვენიამ 9-ქულიანი უპირატესობით, 56:47 მოიგო. მესამე პერიოდში სერბებმა ხუთი ქულა გაქვითეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ დარჩენილ დროში სლოვენიის ნაკრები უკეთესად გაისარჯა და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

მოედანზე საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც სლოვენიას 35 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ასეე იყო 7 მოხსნა და 3 პასი. სერბეთს 22 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა.

მანამდე გამართულ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა რუსეთს მოუგო – 93:85 და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

2017 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ტურნირს, რომელშიც ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები გამოდიოდა, ისრაელმა, რუმინეთმა, თურქეთმა და ფინეთმა უმასპინძლეს, პლეი–ოფები კი სტამბოლში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და საბოლოოდ ევრობასკეტზე მე–17 ადგილი დაიკავა.

ამიერიდან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მთელი გულით ვუგულშემატკივრე სლოვენიას, გილოცავ იგორ და გილოცავ პატარა, მებრძოლო სლოვენია!
B-52
12:42 18-09-2017
0
აკი კოკოშკოვმა ამოწურა თავისი შესაძლებლობებიო?! სად არიან ახლა ამ იდეის ავტორები???
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული