ევრობასკეტი 2017: გაიმარჯვა სლოვენიამ, გაუმარჯოს სლოვენიას! [VIDEO]

AutoSharing Option
ეს იყო საოცრება! სლოვენია ევროპის ჩემპიონია, დრაგიჩი ევროპის ჩემპიონია, კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონობა მოგვიტანა! ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში, პატარა, 2 მილიონიან სლოვენიაში, სადაც კალათბურთი ყველას ძალიან, ძალიან უყვარს, - მომწერა სლოვენიელმა ჟურნალისტმა ალიაჟ ვრაბეცმა ევრობასკეტის დასრულებისთანავე.

მისმა გუნდმა ხომ ისტორიაში ოქროს ფურცელი გადაშალა. ლაპარაკია არა მხოლოდ კალათბურთის, არამედ ზოგადად სპორტისა და საერთოდ ქვეყნის ისტორიაზე. 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხომ სლოვენიელებს ასეთი სიმაღლისთვის აქამდე არც ერთ სფეროში არ მიუღწევიათ.

არადა, ასეთ სიხარულს იმსახურებდნენ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალში
მთელი თამაშის განმავლობაში უგებდნენ სერბეთს; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარფინალიდან ესპანეთი გამოაგდეს; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევრობასკეტი პირველი მატჩიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და ყველა მატჩი მოიგეს; არამედ იმიტომაც, რომ სლოვენიაში ძალიან პატარა და დალაგებულ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში სწორად ვითარდებოდა კალათბურთი და ამიტომაც იგორ კოკოშკოვს ჰყავდა გუნდი 10 კარგი კალათბურთელითა და ორი ვარსკვლავით.

"კარგები" დიმეცი და ვიდმარი სერბ ცენტრებს სათანადოდ დაუდგნენ, კარგებმა პრეპელიჩმა და ნიკოლიჩმა პერიმეტრზე თავისი საქმე პირნათლად შეასრულეს, ხოლო ვარსკვლავებმა, დონჩიჩმა და დრაგიჩმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.

სლოვენიელთათვის სამწუხაროდ, მესამე პერიოდის დასაწყისში 18 წლის დონჩიჩმა კოჭის ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარ განაგრძო. სწორედ მისი გასვლის შემდეგ შეკვეცა სერბეთმა 12-ქულიანი ჩამორჩენა, წინაც გავიდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სლოვენიელთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თამაშიდან მოხსნა გუნდის ლიდერი, გორან დრაგიჩი და თამაშიც მოიგო. დიახ, სლოვენიამ გადამწყვეტ მომენტში სწორედ დრაგიჩისა და დონჩიჩის გარეშე მოახერხა გამარჯვება.

არადა, როგორია, სათადრიგოთა სკამზე დასვა გუნდის ლიდერი, რომელსაც მანამდე 35 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. პირველ ტაიმში გორანი ნამდვილი "დრაკონი" იყო. მას სერბები ვერც ფარქვეშ აჩერებდნენ და ვერც პერიმეტრზე. ვინც შეხვედრა პირდაპირ ეთერში იხილა, ნამდვილად დატკბებოდა დრაგიჩის რაკეტისებური შეტევებით, რამაც თამაშის ტემპი ძალიან მაღლა ასწია და მეხსიერებაში დაგვიტოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატი.

- გაუმარჯოს სლოვენიას, პატარა, მაგრამ ლამაზ ქვეყანას, - მომწერა კვლავ ალიაჟ ვრაბეცმა, რომელიც საქართველოშიც ნამყოფია და ქართული სუფრის ტრადიციებიც კარგად მოეხსენება.

ფინალი
17 სექტემბერი
სლოვენია-სერბეთი 93:85
20:22, 36:25, 15:20, 22:18
სლოვენია: დრაგიჩი (35 + 7 მოხსნა), დონჩიჩი (8 + 7 მოხსნა), ბლაჟიჩი (7), მურიჩი (5), ვიდმარი (2) – სასტარტო; პრეპელიჩი (21), რენდოლფი (11), ნიკოლიჩი (4), ჩანჩარი, ზაგორაცი, დიმეცი.
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (22), მაჩვანი (18), ლუჩიჩი (9 + 8 მოხსნა), კუზმიჩი (6), იოვიჩი (2) – სასტარტო; ბირჩევიჩი (8), გუდურიჩი (6), მარიანოვიჩი (6), მიჩიჩი (4), მილოსავლიევიჩი (2), შტიმაცი (2).


სიმბოლური ხუთეული
ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესო კვარტეტის გუნდების წარმომადგენლები შევიდნენ: გორან დრაგიჩი (სლოვენია), ალექსეი შვედი (რუსეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

MVP
გორან დრაგიჩი
როდესაც ევრობასკეტის სიმბოლური ხუთეული გამოაცხადეს და ხუთი კალათბურთელი "ტისოს" საათებით დააჯილდოვეს, ყველას კარგად მოეხსენებოდა, მათგან ვინ გახდებოდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი. ეს უნდა ყოფილიყო ფინალში 35 ქულის ჩამგდები სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი.

მისი არაერთი მატჩი გვინახავს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "მაიამის" პლეიმეიქერის საუკეთესო შეხვედრა კარიერაში. იგი ფარქვეშაც გამჭოლი ქარივით ატანდა და 7-დან 3 სამქულიანიც მნიშვნელოვან მომენტში ჩააგდო.

***
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე მე-13 მედალი მოიპოვა. მას სამი ოქრო აქვს, ექვსი ვერცხლი, ხოლო სამ ბრინჯაოს მეოთხე გუშინ შემატა.

გასოლებისა და რუბიოს გუნდი ევრობასკეტზე სულ სხვა სინჯის მედლისთვის ჩავიდა, როდესაც გუნდში ასეთი გვარის კალათბურთელები თამაშობენ, მთავარი ამოცანა ოქროს მოპოვებაა. თუმცა ნახევარფინალში სლოვენიამ სუპერთამაშით ესპანეთს სამწამიანი ზონა სათანადოდ გადაუკეტა, გასოლებს თავისი უპირატესობების გამოყენების უფლება არ მისცა და ფინალში არ შეუშვა.

"მწვანე დრაკონებზე" გამწარებულმა გასოლებმა ჯავრი რუსებზე იყარეს: პაუმ 26 ქულა ჩააგდო, მარკმა - 25. მათ წინააღმდეგ ვერას გახდა NBA-ს ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი, ლიდერის ალექსეი შვედის 18 ქულა კი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მე-3 ადგილისთვის
17 სექტემბერი
ესპანეთი-რუსეთი 93:85
21:13, 24:15, 21:27, 27:30
ესპანეთი: პ. გასოლი (26 + 10 მოხსნა), მ. გასოლი (25), სან-ემეტერიო (8), რუბიო (4 + 7 პასი), ნავარო (2) – სასტარტო; როდრიგესი (16 + 9 პასი), ვ. ერნანგომესი (6), ორიოლა (5), სასტრე (1), ხ. ერნანგომესი.
რუსეთი: შვედი (18 + 5 შეცდომა), ვორონცევიჩი (10), ხვოსტოვი (8 + 9 პასი), ფრიძონი (6), ივლევი (2) – სასტარტო; მოზგოვი (14 + 10 მოხსნა), კულაგინი (10 + 7 პასი), ზუბკოვი (8), კურბანოვი (4), ბაბურინი (3), ანტონოვი (2).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ პროფესორობთ, დრაგიჩი დონჩიჩი და ნასტერიჩი კონკრეტულად სერბები არიან და სერბულად ლაპარაკობენ სლოვენიაში პრესასთან, არა სლოვენიურად დ სერბები ხუმრობენ სერბულ ენას პოპულარიზაციას უწევენო სლოვენიაში. რო დაიწყებთ ხოლმე ამ პროფესორობას ოღონდ რამე თქვათ და ვითომ რამეს ამტკიცებთ, ეგენი ისე არიან როგორც ჩვენთან ქართლელები სვანები მეგრელები ლაზები ა.შ ყველანი სერბები არიან ისე როგორც ჩვენ ქართველები და მოეშვით მაგ ხალხის დაშლას, უბრალოდ სლავები კი არა სერბები არიან აბსოლიტურად ერთი ძირის ხალხი. კავკასიაში სხვადასხვა ოჯახის ენებს ვლაპარაკობთ და შეიძლება იმის თქმა რომ ჩეჩენი ქართველი არაა, მაგრამ ამას ლაზზე ვერ იტყვი იმის მიუხედავად რომ 400 წლია გათურქებულია. ეგენი კი საერთოდ ერთ ოჯახის უახლოეს ენებზე ლაპარაკობენ, სლოვენები მე7 საუკუნის მერეც ჩვეულებრივად შედიოდნენ სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში. აი ხორვატები და ბოსნიელები კი ზუსტად სერბები იყვნენ თურქბის და კათოლიკეების მოსვლამდე, ძაან რომ შეჰხარით ამ იუგოსლავიის დაშლას ეგ იგივეა დღეს საქართველო აჭარად სამეგრელოდ სვანეთად და ქართლად რომ იყოს დაყოფილი. დღევანდელი სერბეთი მაგათი ”ქართლია” და ბოსნია ”აჭარა-სამეგრელო.” ასე რომ თქვენ ჯობია უფრო საკუთარ ქვეყანაზე იჭიკჭიკოთ მალე მოგიწევთ იმის მტკიცება რომ აჭარლები ლაზები და სვანები ქართველები არიან.
Gijo
18 სექტემბერი 2017 17:11
2
არაა სწორი ”პროფესორობა”, სლავები ყველანი ბალკანეთიდან მოდიან ძირით და პირიქით ბერძნები არიან ყველაზე დიდი ჩამოთრეულები სტეპებიდან, პელაზგების ტერიტორიაზე რომ მოვიდნენ.
ბულგარელებს როგორ ადრი სერბებს თუ რამის გაგებაში ხარ, სულ
სხვა ხალხია და არც ააქვთ კარგი ურთიერთობა ისტორიულად. რუსები პოლონელები ბულგარელები მაკედონიელები მართლა გაფუჭებული სლავები არიან, აი სერბი სულ სხვა არის და არივისში შეგეშალოს. მართლა ჰუნები და სკვით-მონღოლოიდები არიან ეგ შენი ბერძნები, ბულგარელები, მაკედონიელები, თურქების ნახმარი ბოსნიელები, ფაშისტი ხორვატებიც, რუსები, გერმანოიდები და ყველა ბარბაროსული მოდგმის ტომი. სერბები არიან ერთადერთი ნორმალური და ისტორიული ხალხი მაგ მხარეში დარჩენილი და მთელი მსოფლიო მაგათ ებრძვის, თქვენ კი სირცხვილი მხარს უბამთ მაგ დამპლობას.
ბიძია
19 სექტემბერი 2017 07:04
0
არაა სწორი ანალოგია.
სერბები მოხსენიებული არიან მე-2 საუკუნიდან და მიეკუთვნებოდნენ სარმატულ ტომებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიასა და ქვემო ვოლგისპირეთზე. 4-ე საუკუნეში სარმატული სერბები ჰუნების და ალანების ტომების მიერ იქნენ განდევნილი და წავიდნენ ევროპაში. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. უნგრელებიც პავოლჟიედან არიან. ბულგარელები კი თათარსტანის ბულგარებისგან წარმოიშვა.
შემდეგ კი კირილე და მეთოდემ — ბერძენმა ძმებმა IX-ე საუკუნის დასაწყისში, სპეციალურად შექმნეს ანბანი, რომელსაც სლავური უწოდეს და მიუგდეს "ჩამოთრეულ" ხალხებს, რათა განესხვავებინათ გერმანულ, ბერძნულ და იტალიურ ხალხისგან. ასე შეიქმნა სლავური ხალხი ევროპაში ძმაო.
მოგიგდებენ ენას, დამწერლობას და გახდები ის ... ვინც მათ უნდათ, რო გახდე.
meore "profesori".
18 სექტემბერი 2017 17:50
3
მესამედ ვუყურებ ამ თამაშს და ასეთი კალათბურთი ნბა-იც იშვიათად თუ მინახავს.გამახსენდა ჩვენი ნაკრებიც გაბუტულები რომ თამაშობდნენ არადა ერთი ნაბიჯით წინ წაწევა შეგვეძლო.ახლა კი ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ნაკრებს.გულშემატკივარი ვის ახსოვს.ბიჭებს მადლობას ვეუბნები ლიტვასთან მოგებისათვის მაგრამ გული იმაზე მწყდება რომ მარტო კალათბურთში კი არ წავაგეთ,არამედ მენტალიტეტში და საქმისადმი მიდგომაში
გიორგი
18 სექტემბერი 2017 13:22
0
გიორგი,ვფიქრობ აქ გულშემატკივარის მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომა უფრო იგულისხმება.რაც შეეხება იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილების ურთიერთდამოკიდებილებებისა და ვინაობის გარკვევას,მშვენიერი ექსკურსია გამოვიდა,ამდენი ინფორმაცია არ მქონდა და დიდი ინტერესითაც გავეცანი.
სოსო
18 სექტემბერი 2017 22:05
0
კოკოშკოვის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ასეთ გუნდს მე მგონი მწვრთნელიც არ ჭირდება:)):)) ლამის თავისი საჯარიმოებიდან აგდებდნენ ბურთს იმათ კალათში:))
tazo
18 სექტემბერი 2017 13:13
0
eseti sascauli gundi me evropashi ar vici bravo gijoba iko martlac kokoshkovi kargi mcvrtnelia magram es gundi misi ackobili arari ese mcire xanshi ver aackobda akamde vin iko sloveniis treneri?
!!!!!!
18 სექტემბერი 2017 11:24
1
ყოჩაღ კოკოშკოვს!!!....ეხლა ხო მაინც დავრწმუნდებით,რომ მწვრთნელების ცვლას გინდ საფეხბურთო,გინდ საკალათბურთო ნაკრებებში აზრი ნაკლებათ აქვს,პრობლემები ჩვენშია,ჩვენშიიი!
!
18 სექტემბერი 2017 11:16
1
ჰოდა, უნდა შეწყდეს ძმების, ბიძაშვილების და მეგობრების შეტენვა ნაკრებში. 12 კაცის ნაცვლად მხოლოდ შვიდი თამაშობდა.
მიეცით მწვრთნელს საშუალება თვითონ დააკომპლექტოს გუნდი პერსპექტიული და ნიჭიერი კალათბურთელებით.
გეთანხმებით,პრობლემა ჩვენშია, ჩვენს მენტალიტეტში
18 სექტემბერი 2017 13:09
0
სასწაული იყო პირველ ტაიმში დრაგიჩი და 18 წლის დონჩიჩის თამაში.
მაგრამ ბოლო მეოთხედში დრაგიჩმა მეტიჩრობა დაიწყო და სროლები არ წაუვიდა, დონჩიჩმა კოჭი იტკინა და გავიდა თამაშიდან, აი აქ ზუსტად გათვალა კოკოშკოვმა და ლიდერობა გამთამაშებელს - პრეპელიჩს მიანდო, რომელმაც მართლაც და შესანისნავი სროლებით ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. აქ რენდოლფის დამსახურებაც დიდი იყო.
აი რას ნიშნავს სათადარიგოს "გრძელი სკამი". ყველა 12-ივე კალათბურთელი მაგრა თამაშობდა. საქმე მაინც მოთამაშეებზეა. ყოჩაღ სლოვენია, ასეთი პატარა ქვეყანა და რამხელა მიღწევები.
აი ახალგაზრდა და "ჟილკიანი" გუნდი.
18 სექტემბერი 2017 10:27
0
ეს ორივე თამაში 93-85 ესპანეთმა და სლოვენია როგორ დასვეს? მალადეც ორივე რა
ბებეტო
18 სექტემბერი 2017 10:13
3
ხომ ნახეტ ფედერაციამ რა შეცდომა დაუშვიტ კოკოსკოვის გასვებიტ რაც გუშინმან ბოლო 3 წუტსი გააკეტა დრაგიჩი რომ მოხსნა გუსინ ვნახე ამ კაცის შესაზლებლობა რამხელა მრწვტნელი ყოფილა და არა ის წუტსესვენება რატომ არ აიგო რას იტყვი ბოისა უმფროსო გამოდი გაგვეცი პასუხი მადლობა ბესო ლიპარტელიანს რომ ასეტი მწვრტნელი მოზებნა
შოთა გუგეშაშვილი
18 სექტემბერი 2017 08:48
1
ისე დრაგიჩი და დონჩიჩი ორივე სერბები არიან, იგორა ხომ არის და არის... მურიჩი ბოსნიელი გრუზავიკის მძღოლის შვილი, რანდოლფი ამერიკელი და, ერთადერთი ვიდმარი იყო სლოვენიელი მთავარ 5 ეულში. მარა სერბები საერთოდ იმას ამბოდნენ რომ ერთი სერბეთი ეთამაშება მეორე სერბეთსო, ერთმა თქვა არაო მეორე სერბეთი ეთამაშება მესამე სერბეთსო ) გულიანადაც მიულოცეს გილოცავთ ძმებოო ... არადა კოკოშკოვი სერბეთის მწვრთნელად არ დანიშნეს ჯორჯევიჩი ამჯობინეს, ეგეც მივიდა და აგერ "მეორე სერბეთით" მოიგო.
Gijo
18 სექტემბერი 2017 04:02
4
რა მერე მე7 საუკუნიდან კათოლიკეები რომ არიან? მაგის მერეც იყვნენ სერბეთის შემადგენლობაში. საქმეც მაგაშია რომ ელემენტალური ის ვერ გაგიგიათ, სერბი რომ მართლმადიდებელია ეგ არის ერთი ნამდვილ რწმენაზე დარჩენილი, თორემ ნათესაობით ისე არიან როგორც ჩვენთან სვანები მეგრელები და ასე შემდეგ. ქართველიც არის მართლმადიდებელი, მაგრამ
აქ მუსულმან აჭარლებსაც ქართველებს ეძახით, სვანები რომ გაკათოლიკდნენ მაგათაც ქართველს დაუძახებთ, განსხვავებით სერბებისგან რომლებმაც ყველა გადაჯიშებულს თავისი სახელი დაარქვეს და აღარ თვლიან სერბებად, თორე ეგ ხორვატები და ბოსნიელები ჩვეულებრივი სერბები იყვნენ. სირცხვილია უბრალოდ, რუსი როგორც ამტკიცებს იმას რომ სვანები და აჭარლები ქართველები არ არიან და საქართველოს დაშლა უნდათ, ეგრე ამტკიცებთ თქვენც რომ იუგოსლავია დასაშლელი იყოო ერთი ხალხი არ არიანო და კიდე თავს იკლავთ არასწორი შედარებააო. ჩვენ როგორც გვიპირებენ დაშლას და გაუცხოებას, ეგრე დაშალეს უკვე მართლმადიდებელი სერბები დიდი ხანია და მარტო ცენტრალური ნაწილია დარჩენილი.
ძია
19 სექტემბერი 2017 07:38
0
სლოვენიელები კათოლიკეები არიან. ფრანკების მფარველობის ყოფნის დროიდან, აირჩიეს "პროდასავლური" ორიენტაცია ჯერ კუდევ მე-7 საუკუნეში. მაგრამ ენა და კულტურა შეინარჩუნეს. სლოვენიური ფაქტიურად იგივეა რაც სერბო-ხორვატული. ფაქტიურად ყველა -სლავია. მაგრამ სერბები მართლმადიდებლები არიან,
ძალიან სწორი დასახელება ჰქონდათ მაგათ -იუგოსლავია, რომ ერქვათ და იყო უძლიერესი სახელმწიფო.
მხოლოდ კალათბურთის გამო თუ მივესალმები ამ ქვეყნის დაშლას. ყველა რესპუბლიკას უძლიერესი სპორტსმენები ჰყავს.
არადა, სულ 2 მილიონიც არაა სლოვენიის მოსახლეობა. ყოჩაღ ძმაო, სამაგალითოები ხართ.
ერთი ხალხია, მხოლოდ პოლიტიკურად და რელიგიურად დაანაწევრეს.
18 სექტემბერი 2017 13:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული