უმასპინძლებს საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს? - პასუხი დღეს გვეცოდინება

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, მიუნხენში ევრობასკეტი 2021-ის მასპინძელი ქვეყანა გამოცხადდება.

საქართველო მასპინძლობის მსურველ პრეტენდენტებს შორის გახლავთ და ჩვენი ქვეყნის კონკურენტები შემდეგი ქვეყნები არიან: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

ამ საკითხს ფიბას ოფიციალურმა საიტმა სპეციალური სტატია მიუძღვნა. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ესტონეთსა და საქართველოს ევრობასკეტისთვის არასდროს უმასპინძლიათ, თუმცა, როგორც საიტი აღნიშნავს, ორივე ქვეყანამ დაამტკიცა კალათბურთის მიმართ მათი სიყვარული. თუ ათასობით ესტონელმა გულშემატკივარმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფური ეტაპი გაალამაზა რიგაში, საქართველოში 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა.

იქვე,
ფიბას საიტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის კომენტარს აქვეყნებს.

"ისეთი საკალათბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ევრობასკეტის მასპინძლობა წარმოადგენს მრავალი საკალათბურთო თაობის ოცნებას, გამოწვევას, გავსებულ დარბაზებსა და უდიდეს საკალთბურთო ატომოსფეროსა და დღესასწაულს", - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

გადაწყვეტილება დღეს, 15 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლევანი-ს, ლევანს-ს: დროა დავიდეს ჩვენ ტვინამდე, რომ განვითარებულ ქვეყნებში პირველ ადგილზე კანონის უზენაესობაა. და შესაბამისად - პოლიციაზე ხელის აღმართვა უდიდესი დანაშაულია (შედეგებს სრსვინ უყურებს). და პოლიცია, რომელიც ვერ პასუხობს მოძალადეებს, ვერც უცხოელ სტუმარს დაეხმარება. გთხოვთ დაბეჭდოთ. და ხაზს ვუსვამ - ქოცობა და ნაცობა არ დამაბრალოთ, მხოლოდ საქართველო და კანონის უზენაესობა.
alexandre
15 ივლისი 2019 14:33
5
7 პრეტენდენტი ქვეყნიდან 4 უნდა აირჩეს მასპინძელ ქვეყნებად, შესაბამისად შანსი არის საკმაოდ კარგი. ვფიქრობ შემდეგი ქვეყნები იქნებიან მასპინძლები:

1. იტალია

2. საქართველო

3. ჩეხეთი-უნგრეთიდან ერთ-ერთი

4. გერმანია-ესტონეთიდან ერთ-ერთი
ქომაგი
15 ივლისი 2019 12:04
0
შენნაირი ქართველის სასახლე დავდგი ზედ კრემლის წინ (ვცდილობ კორექტულობა დავიცვა რომ არ დამბლოკოთ:)))
ლევანს
15 ივლისი 2019 12:00
5
ლევანმა ის თქვა, რომ რადგან ამ მომენტში თბილისში არეული მდგომარეობაა და მიტინგი დაარბიეს, ამიტომ პრობლემა შეიძლება შეექმნას ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას 2 წლის მერე. ეს სისულელე ვიღაც, დაწყობილ დასავლეთევროპულ ქვეყანაში მცხოვრებმა რომ თქვას ის უნდა გვაღიზიანებდეს და ამ დროს ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში სადაც მიტინგი დაარბიეს, 2 წლის შემდეგ არ უნდა ტარდებოდეს ევროპის ჩემპიონატი. ამაზე უარესი არეულობები და უბედურებები ხდება (ღმერთმა დაგვიფაროს) და ეგ არგუმენტი არის მავნებლობა, რომ თურმე სპორტსმენებს და გულშემატკივრებს რამე ემუქრებათ. ეგ არის ზუსტად რუსული პროპაგანდა, რომ აქ თურმე ვინმეს ერჩიან. ამის გავრცელების გამო ეკუთვნის ლევანს სასახლე კრემლთან ;)
ლევანს და მისი აზრის მიმდევრებს
15 ივლისი 2019 18:10
0
ცენზორი ხარ ბიჭოოო!!!. რადგან ტელერადიოგაზეთისგან განსხვავებული აზრი აქვს ამიტომ ილანძღებიიი, მშვიდობა სუფევდა და ამ დროს ატყდა ხომ?! ერთი პუტინის ისტორიის მასწავლებელი --- იქ და მეორე იმათი მიმდევარი ცენზორები აქ.
levans-s
15 ივლისი 2019 15:47
2
ყველა გამოხმაურება
იქნებ, რუსეთთან დღევანდელი პოლიტიკური რეალობა დაგვეხმაროს და ჩვენს სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.
მიშა
15 ივლისი 2019 10:52
4
ლევან... არ შეგრცხვა ასეთი შეფასება რო მიეცი მოვლენებს ქვეყანაში? თუ გინდა, რომ ქვეყნის ნაცვლად, გუბერნიაში გამვითარებულ მოვლენებს მისცე შეფასება?
რა მაფიაა?
15 ივლისი 2019 13:18
3
საქართველოში მიმდინარე პროცესები ჯერ ნამდვილად ხელისშემშლელია, რადგან მიტინგები და ის რასაც უცხოურ ტელეარხებზე საქართველოში მიმდინარე პროცეზებზე აჩვენებენ, არასტაბილურობის საფრთხეს ქმნის და კითხვებს ბადებს ევროპელებში, რამდენად შესაძლებელია დაცული იყვნენ სპორტსმენები და გულშემატკივრები მაშინ, როდესაც დედაქალაქის ცენტში პოლიციას ფიზიკურად უსწორდებიან, არ ემორჩილებიან, ამტვრევენ და ანადგურებენ სახელმწიფო და კერძო ქონებას. ამ კითხვას აუცილებლად დაუსვამენ ჩვენს დელეგაციას და დეტალურ განმარტებასაც მოსთხოვენ.
ლევანი
15 ივლისი 2019 11:39
19

სიახლეები პოპულარული