გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზი აშენდება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კალათბურთში ევრობასკეტის მასპინძლობისთვის შესაძლოა ახალი დარბაზი აშენებულიყო და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა.

კერძოდ, ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია აღარ მოხდება და მის ნაცვლად, ამავე შენობის გვერდით ახალი 10 000-იანი დარბაზი აშენდება. ახალ დარბაზს კი ორდონიანი, 400 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება.

ოფიციალური სამუშაოები დღეიდან იწყება და 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ინფორმაცია გადაცემაში "სპორტი იმედზე" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დაადასტურა.

ახალი შენობის დიზაინს მთავრობა ორ-სამ კვირაში წარადგენს.

"ახალ წლამდე ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული სპორტის სასახლის ერთი დარბაზის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, თუმცა შემდეგ მოხდა საკითხის დამატებით განხილვა.

ამ სასახლეს გვერდზე აქვს მიწის ნაკვეთი და მთელი გასული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდით არქიტექტორთა ჯგუფებს, რათა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა არსებულ ფართზე ახალი დარბაზის აშენება.

აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედ აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

უკვე დავიწყეთ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ხვალიდან კი დაიწყება იმ მიწის გატანა, რომელიც არსებული სპორტის სასახლის მშენებლობის დროს გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაიყარა. მოხდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება და უკვე არქიტექტურულ ნაწილზე გადავალთ.

ახალი დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს და ფაქტობრივად, გვექნება ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე.

სათქმელია ისიც, რომ ახალ არენას ორდონიანი პარკინგი ექნება, რომელიც 400 ადამიანზე იქნება გათვლილი. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, იმაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა გვექნება, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ევროპის ჩემპიონატის მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ორ-სამ კვირაში კი საზოგადოებას ახალი დარბაზის დიზაინსაც წარვუდგენთ. არსებული გათვლებით, მშენებლობის პროცესი 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება".

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 2021 ოთხ ქვეყანაში: საქართველოში (თბილისი), იტალიაში (მილანი), ჩეხეთსა (პრაღა) და გერმანიაში (კიოლნი, ჯგუფური; ბერლინი, ფინალი) ჩატარდება. ტურნირი 2 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გასტანს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თუ აშენებთ ეგებ ისეთი ზომის აგეშენებინათ,ზამთრის სახეობებსაც რომ გამოადგებათ.(ფიგურული სრიალი,ჰოკეიდა ა.შ.)ერთი დარბაზი არ უნდა იყოს ქვეყანაში ზამთრის სახეობების.
კახა ქ.
20 იანვარი 2020 14:19
1
როგორც ბათუმში აშენდა საფეხბურთო სტადიონი,ისე გამიხარდა ამ ამბავის გაგება, რაც მეტი სპორტული შენობა გვექნება ქართველებს მით უფრო განვითარდება სპორტი საქართველოში
irakli
20 იანვარი 2020 11:33
0
მთავარია აშენდეს ახალი, თანამედროვე, მულტიკომპლექსური არენა. სასაფლაოების ნუ გეფიქრებათ მეგობრებო, "სტემფორდ ბრიჯს" ორი მხრიდან უზარმაზარი სასაფლაო აკრავს, მაგრამ ყოველთვის პირთამდე სავსეა და არც განწყობას უჩივის ხალხი )))
korben dallas
20 იანვარი 2020 14:00
1
ინტერნეტმა სულ დააქლიავა ეს ხალხი. აშენებ თუ არ აშენებ, ყველაფერში მთავრობის გინება გამიგია? ინტერნეტში აზრის გამოთქმა ლიმიტირებული უნდა იყოს. დღეში ერთი პოსტი. დემოკრატია და ინტერნეტი დაგღუპავთ თქვენ
Ivan
20 იანვარი 2020 17:58
15
და რატო შენდება თბილისში ეგ და არა ბათუმში ან ქუთაისში ? ყველაფრის გაკეთება მხოლორ თბილისში არ ივარგებს. სხვა ქალაქებიც უნდა განვითარდეს, ბათუმს და ქუთაისს აწყენდა ესეთი სპორტული ნაგებობა ?
ქომაგი
20 იანვარი 2020 14:14
33
ქომაგი, თბილისმა მიიღო უფლება და სხვა ქალაქში როგორ უნდა ჩაატარო? xD
ქომაგს
20 იანვარი 2020 14:52
0
ერთ ადგილზე მოჭერილი თემაა.ორი აზრი ამ დარბაზის აშენებაზე არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ ვიღაცამ საკუთარი ჯიბის გასქელება გათვალა,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა,ალბათ გულშემატკივრებისგან ასეთ რეაქციას არ ელოდნენ.თანხა იგივე დაუჯდებოდათ მილიონით ან მეტი ან ნაკლები და ააშენეთ რა თქვედალოცვილებო.ისე თავიდან რომ იყო პროექტი მაგას რა დავუწუნეთო?იყოს 15 000 არ მივა ხალხი თუ რა? თან მარტო კალათბურთისთვის ხომ არ იქნება????
აბგდ
20 იანვარი 2020 12:52
3
გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. კიდევ ბევრი აეშენებინოს!!!
თბილისელი
20 იანვარი 2020 16:45
47
დავა..ი ოცნებას და ვინც ამ მთავრობის ოკუპანტების კურსს ემხრობა ისინიც ზედ მივაყოლე.სამსახურის დაკარგვის შიშით რომ აძლევთ ბიძინას
ვახო
16 თებერვალი 2020 00:40
0
ოცნებას ფიბა ქართველი ხალხი ეგონა არჩევნების წინ რო მოატყუებ ისეთი სადაა ის რო იმტკიცებდა რა ახალი ძველს ვაკეთებთო ფინას ვკითხოთ უბრალო ხალხსაც გვასწავლოს ასე მარტივად როგორ ახარჯინებს 200 მილიონს :D
ნოდო
20 იანვარი 2020 12:56
9
აგაშენათ ღმერთმა გამიხარდა მთელი გულით ეს იქნება ყველანაირ სტანდარტზე მორგებული სასახლე და ნუ წკმუტუნებთ ზოგიერთები რად უნდოდათ და ასე შემდეგ თქვენ არ იყავით ჯვარზე რო აცვით მთავრობა სასახლეს ვერ აშენებენო? იმ სპორტის სასხლემ მისი საქმე გააკეთა და ეხლა უკვე სიახლეა საჭირო რამდენი გულშმატკივარი დარჩა გარეთ ნაკრების თამაშბზე 5 ათასიანად რაც გადაკეთდა ცოტა საკუთარ თვალში დირესაც შვხედოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
samtredski
20 იანვარი 2020 12:03
4
ეს კარგია თუ აშენდება, მაგრამ სასაფლაოს გვერდზე რომ არ აეშენებინათ, სხვა ადგილი არ შეიძლება გამოეძებნათ?! მახსოვს, როცა თბილისის ველოტრეკი აშენდა 80 - იან წლებში, საერტაშორისო ტურნირები ტარდებოდა. იტალიელების თუ ფრანგების (ზუსტად არ მახსოვს) მწვრთნელმა აქო ახალი არენა (ამბობდნენ, რომ მისი საფარი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში), მაგრამ მიანიშნა, რომ არენა სასაფლაოს გვერდზე ყოველთვის უარყოფით ემოციებს აღძრავს. ეს მაშინ და ეხლა ლამის ქალაქში ჩამოვიდეს მისი ტერიტორია. მეშინია, რომ ჩამოსული ჟურნალისტების და გულშემატკივრების ქილიკის საგანი არ გახდეს. მერე ბუზის სპილოდ ქცევა როგორ იციან ხომ კარგად მოგეხსენებათ
ანდრო
20 იანვარი 2020 11:25
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული