"თბილისში საშინელი ატმოსფეროა" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, ერგინ ატამანმა ევრობასკეტის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კერძოდ, სპეციალისტმა თბილისში გულშემატკივარის დასწრებაზე ისაუბრა:

"ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს, ამისთვის კი რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. მინდა ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშოს, დაცვასა და შეტევაში მეტი მოქნილობა გვჭირდება.

ვაღიარებ, რომ პირველ თამაშში ტურნირის დაწყების მღელვარებამ თავისი ქნა, ასევე შეიძლება იყოს კონცენტრაციის ნაკლებობაც, რადგან თბილისში მატჩებზე საშინელი ატმოსფეროა, არავინ არ მოდის სტადიონზე, მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშს ესწრებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ" - განაცხადა ატამანმა.

შეგახსენებთ, თურქებმა მონტენეგრო 72:68 დაამარცხეს,
მეორე ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამას ახლაა არააქ?სავსეა თურქებით ქვეყანა და მეორეცაა ორი ფეხის ნაბიჯზეა ჩამოვიდნენ და დაესწრონ.
მოსეხონელი
17:00 03-09-2022
3
საშინლად დაპროექტებულია თბილისის ახალი არენა!! ევრობასკეტის სხვა თამაშებს ვუყურებ და ულამაზესი არენებია სხვა ქალაქებში,ჩვენი კი სტადიონს გავს ვიდრე საკალათბურთო დარბაზს!ესპანეთის მწვრთნელ სკარიოლოსაც არ მოეწონა!!!;
ირაკლი
17:00 03-09-2022
16

სიახლეები პოპულარული