ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა ბერლინში, ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის თამაშის დიდ შესვენებაზე, წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ფინეთთან, კვიპროსთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი ევრობასკეტ 2025-ის მე-4 მასპინძლად დასახელდა. მასპინძლობის გადაცემის სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა და ფიბას აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

კვიპროსის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეას მოუზოურიდესმა, ფინეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტიმო ელომ, ლატვიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა და პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რადოსლავ პიესევიჩმა წინამორბედი ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ
მდივან მიქალ კონეცკისგან, გერმანიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ვოფგან ბრენშაითისა და საქართველოს ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილისგან სიმბოლურად მასპინძლობის უფლების გამომხატველი ბურთები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რიგით 42-ე ევრობასკეტი კვლავ 4 ქვეყანაში: ფინეთში, პოლონეთში, კვიპროსსა და ლატვიაში გაიმართება. ეს უკანასკნელი ჯგუფურ ეტაპთან ერთად ტურნირის პლეი-ოფსაც უმასპინძლებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული