ევრობასკეტი 2015: მადლობა სლოვენიას და საბერძნეთს

AutoSharing Option
ევრობასკეტზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურს რამდენიმე ინტრიგა გააჩნდა, რომელთაგანაც ერთი ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. C ჯგუფში სლოვენიასა და საბერძნეთს უნდა დაემარცხებინათ, შესაბამისად, მაკედონია და ჰოლანდია, რათა საქართველო მერვედფინალში გასულიყო.

სლოვენიას არ ჰქონდა პლეი ოფში გასვლა გარანტირებული, ამიტომაც, "მწვანეებმა" დიდად არ გვანერვიულეს და დამაჯერებლად დაამარცხეს მაკედონია. მესამე მეოთხედში იყო ერთი კრიტიკული მომენტი, როცა სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა, მაგრამ იქვე სლოვენია 8:0 გაიქცა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

რაც შეეხება საბერძნეთს, მას პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და იყო საშიშროება, რომ ლიდერი ჰოლანდიასთან
თავს არ მოიკლავდა და წამყვან მოთამაშეებსაც დასვენების საშუალებას მისცემდა.

და მართლაც, პირველი და მეორე მეოთხედის დიდი ნაწილი წინ სწორედ ჰოლანდია იყო და საბერძნეთმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვა უპირატესობა, როცა 29:31-ზე 5:0 სპურტი მოაწყო და დიდ შესვენებაზე სამქულიანი სხვაობით გავიდა - 34:31.

მესამე მეოთხედში ბერძნებმა თითქოს დაიწყეს ფავორიტის სტატუსის გამართლება - მუდმივად წინ იყვნენ, მაქსიმალური უპირატესობა კი რვა ქულას შეადგენდა. ბოლო მეოთხედის წინ, საბერძნეთი ექვს ქულას იგებდა.

ბოლო 10-წუთეულში გუნდებს ერთნაირი გაქცევა ჰქონდათ: ჯერ საბერძნეთმა შესრულა 9:0 სპურტი და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით - 11 ქულით დაწინაურდა, თუმცა ამას მოჰყვა ჰოლანდიის 9:0 გაქცევა და ბერძნების უპირატესობისგან ორი ქულაღა დარჩა. და მაინც, "ნარინჯისფრებმა" ვერ შეძლეს თუნდაც ანგარიშის გათანაბრება - საბერძნეთი ინარჩუნებდა მცირე უპირატესობას და საბოლოოდ, 68:65 მოგებით, საქართველო პლეი ოფში გაიყვანა.

* * *
პარალელურად, D ჯგუფის ერთი მატჩი გვაინტერესებდა, სადაც მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი მეტოქე ირკვეოდა. ეს უნდა ყოფილიყო ჩეხეთისა და ლიტვის დაპირისპირებაში გამარჯვებული. და პირველ ტაიმში ისე ჩანდა, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩეხეთთან მოგვიწევდა შეხვედრა. პირველ ნახევარში ჩეხები მუდმივად წინ იყვნენ და დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირეს. მაგრამ, დაიწყო მეორე ტაიმი, ლიტვა 9:0 გაიქცა და გუნდებს, პრაქტიკულად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ.

თუმცა უფრო ხშირად წინ მაინც ბალტიისპირელები იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე მცირე უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში ჩეხეთი ორჯერ მინიმალური სხვაობით გავიდა წინ, მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა ლიტვის 8:0 გაქცევამ, რამაც ეს გუნდი მერვედფინალში საქართველოზე გაიყვანა.
* * *

"სიკვდილის ჯგუფად" წოდებულ B ჯგუფში ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა, რომელიც, ფაქტობრივად, მინი-პლეი ოფი იყო: ესპანეთი-გერმანია. მოგებული მეოთხედფინალში გადადიოდა, წაგებული - შინ მიემგზავრებოდა. შესაბამისად, დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

ზედიზედ ორი მატჩია, გერმანიის ნაკრების რიგებში სტატისტიკურად საუკეთესო იყო დენის შრიოდერი, მაგრამ, საბოლოოდ, ანტიგმირი ხდებოდა. წინა დღეს, იტალიასთან მატჩში "ატლანტას" გამთამაშებელმა ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი საჯარიმო ვერ ჩააგდო. და იგივე დაემართა ესპანეთთან გუშინდელი შეხვედრის დასრულებამდე სამი წამით ადრე, რამაც პირენეელებს 77:76 გამარჯვება მოუტანა. შრიოდერზე სამქულიანის შესრულებისას დაჯარიმდნენ და გერმანელმა სამიდან მხოლოდ ორი საჯარიმო ჩააგდო, რითაც მატჩი ოვერტაიმში ვერ გადაიყვანა.

ასევე B ჯგუფში ირკვეოდა პირველი ადგილის ბედი, თუმცა სერბეთსა და იტალიას შორის ბრძოლა არ შედგა. სერბებმა მესამე მეოთხედის შუაში 8:0 გაქცევის შემდეგ გადაწყვიტეს ყველაფერი. ანგარიში 63:48 გახდა და იტალიელებმაც პრაქტიკულად შეწყვიტეს ბრძოლა.

A ჯგუფი
ფინეთი-პოლონეთი 65:78
20:23, 21:19, 11:16, 13:20
ფ: ჰუფი (17), კოპონენი (14+8 პასი), ნუუტინენი (11+8 მოხსნა), მერფი (6), ლი (5), სალინი (5), კოივისტო (3), აჰონენი (2), კოტი (2), კაუნისტო (0).
პ: ვაჩინსკი (17), სლოტერი (13+8 პასი), კარნოვსკი (10), გორტატი (10), პონიტკა (8), კულიგი (7), ცელი (6), ზამოისკი (4), კოშარეკი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38/47.4), სამქულიანები (28/31.6), საჯარიმოები (80/81.8).

ბოსნია-რუსეთი 61:81
22:12, 9:19, 19:24, 11:26
ბ: სტიპანოვიჩი (22), კიკანოვიჩი (14), სუტალო (8), ვრაბაცი (8+3 ჩაჭრა), გორდიჩი (4+5 პასი), ბუზა (3+5 პასი), ბავჩიცი (2).
რ: ზუბკოვი (17+7 მოხსნა), ფრიძონი (16), ვორონცევიჩი (15+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ანტონოვი (11), პონკრაშოვი (7), მონია (6), ყურბანოვი (4), ხვოსტოვი (3+5 პასი), ვიალცევი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.8/44.8), სამქულიანები (11.8/35.3), საჯარიმოები (73.9/85).

ისრაელი-საფრანგეთი 61:86
10:22, 17:16, 21:24, 13:24
ი: ლიმონადი (13), როტბარტი (11), დოუსონი (11), ტიმორი (9), კადირი (8+9 მოხსნა), ივზორი (4), ფიშერი (3), ოჰაიონი (2).
ს: გობერი (15+10 მოხსნა), ლოვერნი (14+7 მოხსნა), ფურნიე (12), ჟულაბალი (10), ვესტერმანი (8), ბატუმი (8), დე კოლო (5), კაუდი (5), დიაო (4), პიეტრუსი (3), ჟეტე (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39.7/48.6), სამქულიანები (50/40), საჯარიმოები (75/76.9).

მ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 0 407/335 10
2. ისრაელი 3 2 375/384 8
3. პოლონეთი 3 2 367/352 8
4. ფინეთი 2 3 387/392 7
5. რუსეთი 1 4 379/374 6
6. ბოსნია 1 4 324/402 6

B ჯგუფი
სერბეთი-იტალია 101:82
25:19, 23:21, 26:19, 27:23
ს: ტეოდოშიჩი (26+8 პასი), ბიელიცა (19+8 მოხსნა), რადულიცა (14), ბოგდანოვიჩი (10), ერცეგი (8), ნედოვიჩი (7), კუზმიჩი (7), კალინიჩი (5), მარკოვიჩი (5).
ი: ჯენტილე (19+6 პასი), ბარნიანი (17), გალინარი (14), ჩინჩარინი (11), არადორი (10), ჰეკეტი (3), დელა ვალე (3), მელი (3), პოლონარა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (54.4/50), სამქულიანები (36.7/42.1), საჯარიმოები (88.9/69.6).

გერმანია-ესპანეთი 76:77
20:18, 18:23, 10:19, 28:17
გ: შრიოდერი (26+7 პასი), ლო (14), ნოვიცკი (10+7 მოხსნა), პლიასი (10+10 მოხსნა), ციპსერი (7), ფოიგტმანი (4), ბენცინგი (3), გიფი (2), შაფარციკი (0).
ე: როდრიგესი (19), გასოლი (16+11 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ლიული (14), მიროტიჩი (12+7 მოხსნა), რიბასი (8+3 ჩაჭრა), ფერნანდესი (5+3 ჩაჭრა), ერნანგომესი (2), რეიესი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.3/40.6), სამქულიანები (40.9/33.3), საჯარიმოები (91.7/75).

თურქეთი-ისლანდია 111:102 (ო)
29:22, 18:25, 27:20, 17:24, 20:11
თ: მუჰამედი (28+12 მოხსნა), ოსმანი (22+6 პასი), ილიასოვა (19+6 პასი), ერდენი (18), გიულერი (11), ალდემირი (6), მაჰმუთოგლუ (3), იოზმიზრაქი (2), ჰერსექი (2).
ი: სიგურდარსონი (22), პალსონი (18), გუნარსონი (16), სტეფანსონი (14), ბაერინგსონი (12), ვილიამსონი (7), ერმოლინსკი (7), ჰერმანსონი (6).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/46.8), სამქულიანები (34.6/41.5), საჯარიმოები (82.4/61.9).

მ წ ბ ქ
1. სერბეთი 5 0 433/354 10
2. ესპანეთი 3 2 448/411 8
3. იტალია 3 2 434/434 8
4. თურქეთი 3 2 429/459 8
5. გერმანია 1 4 370/379 6
6. ისლანდია 0 5 368/445 5

C ჯგუფი
სლოვენია-მაკედონია 62:51
24:10, 7:14, 21:17, 10:10
ს: დრაგიჩი (20), ომიჩი (14+11 მოხსნა), პრეპელიჩი (7), ბალაჟიჩი (6), ბლაჟიჩი (6), იოკსიმოვიჩი (5), კლობუჩარი (4+6 პასი).
მ: ილიევსკი (15), სამარძინსკი (10+4 ჩაჭრა), სტოანოვსკი (8), ტრაიკოვსკი (6+9 მოხსნა), სიმონვსკი (5), ჰენდრიქსი (4), სოკოლოვი (2), კოსტოსკი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.1/30.2), სამქულიანები (22.2/20), საჯარიმოები (60/52.9).

საბერძნეთი-ჰოლანდია 68:65
17:19, 17:12, 18:15, 16:19
ს: ანტენტოკუნმპო (11+11 მოხსნა), ბურუსისი (9), კუფოსი (9+3 დაფარება), სლუკასი (9), კალატესი (6+5 პასი), ზისისი (5), პერპეროგლუ (5), კაიმაკოგლუ (4), მანცარისი (4), პრინტეცისი (4), პაპანიკოლაუ (2).
ჰ: კლოფი (15), ნორელი (11), დე იონგი (8), შაფტენაარი (8), აკერბომი (6), სმოილდერსი (5+8 მოხსნა), დე იონგი (4), სლაგტერი (3), უილიამსი (3), ხერაზი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.3/44.4), სამქულიანები (33.3/28.6), საჯარიმოები (64.7/56.5).

მ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 5 0 387/340 10
2. ხორვატია 3 2 359/343 8
3. სლოვენია 3 2 367/356 8
4. საქართველო 2 3 369/364 7
5. მაკედონია 1 4 324/381 6
6. ჰოლანდია 1 4 355/377 6

D ჯგუფი
უკრაინა-ბელგია 71:79
19:14, 20:21, 15:24, 17:20
უ: ფესენკო (20+11 მოხსნა), ლიპოვი (10), ზაიცევი (9), რენდლი (9), კორნიენკო (8+9 მოხსნა), მიშულა (7), პუსტოზვონოვი (3), ლუკაშოვი (3), კრუტოუსი (2).
ბ: ჟილე (15), ვან როსომი (14+6 პასი), სერონი (11), დე ზეუვი (11), ერველი (10), ტაბუ-ებომა (9+8 მოხსნა), ლოიესკი (8), ტუმბა (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.3/45.2), სამქულიანები (25/37), საჯარიმოები (64.7/72.2).

ლატვია-ესტონეთი 75:64
15:29, 18:15, 22:5, 20:15
ლ: სტრელნიექსი (21+3 ჩაჭრა), ტიმა (15), ფრეიმანისი (11), ბერტანში (9), ბლუმსი (6), იანიჩენოკსი (5), მეიერსი (3), პეინერსი (3), ბერძინში (2).
ე: არბეტი (16), ტალტსი (12), ტოომე (10), კანგური (9+8 მოხსნა), სოკი (8+5 პასი), ვეიდემანი (6+8 პასი), კურბასი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.4/37.3), სამქულიანები (31.6/45.5), საჯარიმოები (73.9/83.3).

ჩეხეთი-ლიტვა 81:85 (ო)
18:12, 19:15, 14:28, 18:14, 12:16
ჩ: შილბი (18+8 მოხსნა), გრუბანი (12), სატორანსკი (11+15 პასი+9 მოხსნა), ბენდა (11), პუმპრლა (9), ვესელი (8), ჰოუშკა (6), ველში (3), იელინეკი (3).
ლ: კუზმინსკასი (18+7 მოხსნა), კალნიეტისი (15), ვალანჩუნასი (13+10 მოხსნა+3 დაფარება), მილაკნისი (13), მაჩიულისი (11), იანკუნასი (6), კავალიაუსკასი (5), სეიბუტისი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.3/43.7), სამქულიანები (42.3/36.4), საჯარიმოები (57.1/71.4).
მ წ ბ ქ
1. ლიტვა 4 1 360/336 9
2. ლატვია 3 2 348/339 8
3. ჩეხეთი 3 2 370/342 8
4. ბელგია 3 2 370/344 8
5. ესტონეთი 1 4 316/374 6
6. უკრაინა 1 4 349/378 6

1/8 ფინალი
12 სექტემბერი
სლოვენია-ლატვია (14:00)
საბერძნეთი-ბელგია (16:30)
ესპანეთი-პოლონეთი (20:30)
საფრანგეთი-თურქეთი (23:00)

13 სექტემბერი
ხორვატია-ჩეხეთი (14:00)
სერბეთი-ფინეთი (16:30)
ისრაელი-იტალია (20:30)
ლიტვა-საქართველო (23:00)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენს საიტს ხშირად ვსტუმრობ,საინტერესო ინფორმაციები გაქვთ, მაგრამ რატომაა ასეთი პრიმიტიული და სამარცხვინო ცხრილები!?
პავლე
09:28 11-09-2015
0
და კომენტარის გაკეთება თუ მოახერხე, უნდა გიხაროდეს :(
zura1504
17:17 11-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული