ამ დღეს დიდი ხანი ველოდი - ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით საქართველოში ჩამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-ს საჩემპიონო თასით ჩამოვიდა.

ზაზა ფაჩულიას კლუბმა გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონობა მოიპოვა.

ფაჩულიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. ზაზა ფაჩულიამ მათ ავტოგრაფებიც მისცა.

როგორც ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ძალიან საამაყოა ამ თასით საქართველოში ჩამოსვლა.

"ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. ველოდი იმ მომენტის მერე, რაც დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

სულ სხვა გრძნობა
და ემოციაა, როცა შენს ხალხს უზიარებ ამ სიხარულს და ემოციას. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით და ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა.

ეს თასი, როგორც შეგპირდით, რამდენიმე დღე საქართველოში იქნება, ის საქართველოსია, ყველა თქვენგანისაა და შეუძლია ყველამ იამაყოს მისით. ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი მასპინძელი "თიბისი ბანკია". ქართველი კალათბურთელი პროექტების "სტარტაპერის" და "ბიზნესდაჯილდოების" მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოდალა ნამდვილად გადაკიდებულია ზაზას. ჯერ არ მახსოვს მისი დადებითი კომენტარი. დიდი ალბათობით პირადი პრობლემა აქვს მასთან. ადმინ დაბლოკე ეს დემოტივატორი. ზაზა ბავშვთა კალათბურთის განვითარების მოტივაციას იძლევა და ეს შეფარული მტერი კი დემოტივაციას უწყობს ხელს.
ქართველი
07 აგვისტო 2017 07:32
0
Daabrunet dzveli formati saitis. Es sashinelebaa
Hala
06 აგვისტო 2017 23:04
0
ადმინ რატომ არ ბლოკავ პირველი კომენტარის ავტორს? რა გიხარია რომ დასცინის მთელი წელიწადია ზაზას? და ამცირებს ქლესურად მის ცხოვრებას? ან იქნებ შენც მას ემხრობი? გულის სიღმრეში? მე მაგალითად ვღიზიანდები ასეთ ბინძურ კომენტარებს რომ ვხედავ თქვენ არა? რა მაინც და მაინც უნდა შეიგინო რომ ბანი დაგედოს? არის გინებაზე უარესი ვირთხული ქმედებები როგორც ეს ვიღაც ოდალა იქცევა რატომ არ ბლოკავ? ახლა არც ჩემს კომენტარს გამოაქვეყნებ ბუნებრივია)) რაც სიმართლეა იმას რატომ გამოამზეურებთ.
ჯიქია
06 აგვისტო 2017 19:18
2
ისე, შენ რომ კითხვა და აზრის გამოტანა შეგეძლოს, მიხვდებოდი, რომ ჩემი კომენტარი შენისთანა ხეპრე ვაი-პატრიოტებს უფრო ეხება ვიდრე ზაზას ან მის შრომას და სამშობლოსადმი თავდადებას (რომელსაც მე ყოველთვის ვაფასებდი). თქვენ ხომ გგონიათ რომ ვისაც გონება უჭრის და თქვენსავით არ ურაპატრიოტობს, ვოვას ბრატია?
odala
06 აგვისტო 2017 21:53
2
ზი-პალას სექტა (როგორც ვახო იტყოდა) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვოვა პუტინს მთელი ღამე ტირილში გაუტარებია, როცა გაიგო ზაზამ ნბა მოიგოო.
odala
06 აგვისტო 2017 17:18
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული