დუდა სანაძე სერია A-ში გადავიდა

AutoSharing Option
ევრობასკეტიდან ახლახანს დაბრუნებულმა დუდა სანაძემ, კლუბი გამოიცვალა. მისი ახალი სათამაშო არეალი იტალიის სერია A იქნება. ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს "ფლექს პისტოია" და 25 წლის ქართველ კალათბურთელს უკვე პარკეტზე ელოდება.

"ფლექს პისტოიამ" წინა სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში "უმანასთან" 1:3 დამარცხდა. კლუბი 2000 წლიდან, ტოსკანოს რეგიონში ქალაქ პისტოიაში არსებობს. ხოლო გუნდი პალეკარარას დარბაზში თამაშობს, რომელიც 4000 მაყურებელს იტევს. 

"ჩვენ გვჭირდებოდა მოთმაშე, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა კლუბისთვის ბევრი. დუ
და ახალგაზრდაა, მაგრამ აქვს გარკვეული გამოცდილება და ზრდის პოტენციალი. სანაძეს აქვს კარგი ფიზიკური მდგომარეობა და ჩვენ ვფიქრობთ იდეალურად შეეწყობა გუნდს", - განაცხადა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

დუდა სანაძე წინა სეზონში სლოვენიაში, "პრიმორსკაში" ირჯებოდა. საშუალოდ მისი ანგარიშზეა: 17.2 ქულა, 2.9 მოხსნა და 1.3 პასი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატება! კარგი კაცი ჩანს და წესით სოლიდური სპორტსმენი ჩამოყალიბდება.
რეზო
14:47 10-09-2017
0
წარმატებებს გისურვებ დუდა,კიდევ უფრო ოსტატურად თამაშს.
სოსო
18:51 09-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული