ნაკრებიდან დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებიდან "მეგა ბემაქსში" დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ სერბეთში ოთხთა საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ბითაძის "მეგა ბემაქსი" რუსულ "ლოკომოტივს" შეხვდა და 85:108 დამარცხდა. ბითაძის ანგარიშზე ამ თამაშში 2 ქულა და 6 მოხსნაა.

ნახევარფინალში ქართველის გუნდმა 8:83 "ანტვერპენი" დაამარცხა, ჩვენებურის ანგარიშზე კი 4 ქულაა. ბითაძე ახალი სეზონიდან "მეგა ბემაქსის" პირველ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგა ბითაძე საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში მოხვდა ევრობასკეტზე, მაგრამ ტრავმის გამო მას ისრაელში ერთი წუთიც არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი ვაი ბითაძის იმედზე რო იქნება ნაკრები.ეჰჰ ფაჩულია.ისიც კაი ბედოვლათი იყო,მარა მაინც მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა თამაშისას.
3
რავიცი ტრამვა აქვსო ესე მალე მოურცა ტრამვა ბურჯანაზესაც ცოლი მოიყვანა და ტრამვა მოიმიზეზა
შოთა გუგეშაშვილი
17:10 14-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული