ფინალში ბითაძის "მეგა ბემაქსი" რუსულ "ლოკომოტივს" შეხვდა და 85:108 დამარცხდა. ბითაძის ანგარიშზე ამ თამაშში 2 ქულა და 6 მოხსნაა.
ნახევარფინალში ქართველის გუნდმა 8:83 "ანტვერპენი" დაამარცხა, ჩვენებურის ანგარიშზე კი 4 ქულაა. ბითაძე ახალი სეზონიდან "მეგა ბემაქსის" პირველ გუნდში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგა ბითაძე საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში მოხვდა ევრობასკეტზე, მაგრამ ტრავმის გამო მას ისრაელში ერთი წუთიც არ უთამაშია.