ომრი კასპი: ახლა აღმოვაჩინე, რა დიდი პრივილეგიაა ფაჩულიას გუნდელობა

AutoSharing Option
clutchpoints.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულმა ომრი კასპიმ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას შესახებაც ისაუბრა:

"ჩვენ სულ სხვა როლები გვაქვს ეროვნულ ნაკრებებში, ვიდრე აქ NBA-ში. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მისი ხეირიანად გაცნობის შანსი აქამდე არ მომცემია.

ვიცი, რომ ის ძალიან კარგად იბრძვის ფარქვეშ, აყენებს "სქრინებს". ის ჭკვიანი კალათბურთელია, რომელიც კარგ გადაწყვეტილებებს იღებს მოედანზე.

ახლა, როცა მასთან ერთად ვთამაშობ, კარგად ვხედავ, რა კარგი ადამიანია და რა დიდი პრივილეგიაა მასთან ერთად გუნდში ყოფნა", - განაცხადა ებრაელმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ
კალათბურთელების ბოლო დუელი ევრობასკეტზე ფაჩულიას გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ჯგუფიდან ვერც საქართველოს ნაკრები გავიდა და ვერც ისრაელის.

ახლა ფაჩულია და კასპი გუნდთან ერთად NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა აზრი ქონდა სლოვენიაზე გასვლას?
emre
23:31 19-09-2017
5
წადი შე უნამუსო.
ერთი ადგილი მიეცით უკრაინელებს ოღონდ ჩვენ არ გავსულიყავით, ისე გაგიტყდათ ჩვენთან წაგება.
ქომაგი
19:50 19-09-2017
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული