ფაჩულიამ და ჰარდენმა NBA-ს ახალი წესები მიაღებინეს

AutoSharing Option
"ჰარდენმა და ფაჩულიამ NBA-ს ორი ახალი წესი მიაღებინეს", - ასეთი სათაური აქვს სტატიას fbasket4us.com-ზე. ლიგის ხელმძღვანელობამ წინასასეზონოდ მსაჯები შეკრიბა და აუხნა, თუ რაზე უნდა გაამახვილონ არბიტრებმა მეტი ყურადღება ახალ სეზონში.

კერძოდ, ნათქვამია, რომ მითითება მიეცათ მსაჯებს, რომ მკაცრად აღკვეთონ მეტოქისთვის საზარდულში დარტყმები (რითაც გასულ სეზონში თავი დრეიმონდ გრინმა "გამოიჩინა").

მეტი ყურადღება მიექცევა გარბენს, რადგან ზოგიერთი კლუბი ჩივის, რომ ვარსკვლავთა ნაწილი აშკარად უგულებელყოფს გარბენის წესს და მეტ ნაბიჯს აკეთებს.

ამასთან, არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახ
და, რომ შემოდის 2 ახალი წესი: "ჰარდენის წესი" და "ფაჩულიას წესი".

"ჰარდენის წესი" პერიმეტრზე ფოლის მიღებას შეეხება და ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, "ფაჩულიას წესი" კი ასე გამოიყურება: "თუკი კალათბურთელი ეპიზოდისას იკავებს მოწინააღმდეგის "ტერიტორიას", ის დაუყოვნებლივ მიიღებს ჯარიმას. თანაც, მსაჯებმა უნდა მოილაპარაკონ, შესაძლოა, დამნაშავეს ტექნიკურიც მისცენ.

ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

ეს წესი პრეცედენტულია - ბოლო სეზონის დასავლეთ კონფერენციის ფინალში "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ეთამაშებოდა, როცა შეტევაში წასულ კავაი ლეონარდი ზაზა ფაჩულიას ფეხს დაახტა, კოჭის ტრავმა კიდევ უფრო გაიმიზეზა, ხოლო მისმა გუნდმა ლიდერის გარეშე სერია იოლად დათმო.

მაშინ ზაზა ფაჩულიას თამაში ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ლიგამ მის მოქმედებაში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი დაინახა და იგი არ დაუსჯია. ახალი წესის მიხედვით, ზაზა, დიდი ალბათობით, ამისთვის ტექნიკურ შენიშვნას მიიღებდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იხტუნავეთ ახლა, არ იყო ბინძური თამაშიო. მასტი არასაკალათბურთო თემებით იქცევს სულ ყურადღებას. ჩვენთან კიდევ კალათბურთელი ჰგონიათ.
odala
12:09 26-09-2017
6
odala, ...და შენ ვინ ხარ?რა გაგიკეთებია? რა შეგიქმნია?
გია-11
15:05 26-09-2017
3

სიახლეები პოპულარული