ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი გაავრცელა საკალათბურთო კლუბ "ანდორას" ვებსაიტმა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს.

"ბექა ბურჯანაძე მომავალი ხუთი თვე იძულებით იუქმებს. უახლოეს დღეებში ქართველი კალათბურთელი მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს სან ხოსე ვიტორიას ჰოსპიტალში", - ვკითხულობთ საიტზე.

"ბურჯანაძის შემთხვევაში სპეციალური მკურნალობა იყო დანიშნული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ექიმებთან თანამშრომლობით. ამის მიზანი იყო ოპერაციის თავიდან არიდება, - განაცხადა ტრავმატოლოგმა სერხი ფრანსისკომ. - მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ჯობს, კალათბურთელმა ოპერაცია გაიკეთოს".

მოკლედ, ბექა ბურჯანაძე, რომელიც ევრობასკეტს ამ ტრავმის გამო
დააკლდა, ვერც მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება საქართველოს ნაკრებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი პერსპექტივები თანდათან ბუნდოვანი ხდება.
სოსო
29 სექტემბერი 2017 21:23
1
კარგი მოთამაშეა.ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს
თემო
29 სექტემბერი 2017 19:58
0
რა მაგრა მიხაროდა საკვალიფიკაციოში ნაკრებს ძალიან გააძლიერებდა. დიდი დანაკლისია ნაკრებისთვის
geo
29 სექტემბერი 2017 16:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული