მათი აზრით, სეზონის MVP სერხიო ლული გახდება (მიუხედავად მძიმე ტრავმისა), ხოლო საუკეთესო ხუთეული ასეთი იქნება: დონჩიჩი, ნედოვიჩი, ჰანგა, შენგელია, დუბლიევიჩი (ან აიონი).
თორნიკე შენგელიამ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ხმების 38% მიიღო. შეგახსენებთ, რომ თორნიკე დღეს ვერ დაეხმარება "ბასკონიას", ის კიდევ გარკვეულ დროს გამოტოვებს ბოლო ამხანაგურ თამაშში მიღებული ტრავმის გამო.